სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარისკოლებისკოლის მანდატურის სამსახური: „ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 5 726 ახალი შემთხვევა შემოვიდა“

სკოლის მანდატურის სამსახური: „ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 5 726 ახალი შემთხვევა შემოვიდა“

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი 2023 წლის განმავლობაშიც განაგრძობდა უფასო ფსიქოსოციალური მომსახურების შეთავაზებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სუბიექტებისთვის.

როგორც მანდატურის სამსახურის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლის განმავლობაში 2023 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში შევიდა 5 726 ახალი შემთხვევა. აქედან, 4 625 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 1 101 ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადამისამართდა სხვა სუბიექტის მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით, და/ან შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ.

გარდა ამისა, გასულ წელს არაერთ შემთხვევაზე მოუხდა რეაგირება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც საჭიროებისამებრ, მუშაობს მოსწავლეთა მშობლებთან და სკოლასთან და რომლის მიზანია კრიზისული შემთხვევების შეფასება ადგილზე, სიტუაციის პირველადი მართვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა:

“2023 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, კრიზისული ინტერვენციის ფარგლებში, განხორციელდა 38 ვიზიტი საჯარო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით; ხოლო შემთხვევაზე/შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით – 1 732 ვიზიტი”, – აღნიშნულია 2023 წლისშესახებ მომზადებულ ანგარიშში.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დასაქმებულია 51 ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა 2 ფსიქიატრი და 2 პროფესიული ზედამხედველი ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარებისთვის დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. განათლების სამინისტროს სსიპ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, 24 საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 701 შეტყობინება.

“ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, ფუნქციონირებს ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ სასაუბროს საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია. საანგარიშო პერიოდში, ვებგვერდის მეშვეობით, შემოვიდა 132 შეტყობინება”, – წერია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2023 წლის ანგარიშში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი