ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ ჭკვიანური შრომით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. იბრძოლეთ მათთვის!“

„ ჭკვიანური შრომით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. იბრძოლეთ მათთვის!“

საერო სკოლა „ლომისი1“ საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი მოსწავლე ლუკა ფორელიანმა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

„ლომისი1“ ლუკას ისტორიას მისი მონათხრობით აღწერს:

„აბიტურიენტობა ჩემი ცხოვრების მეტად გამორჩეული და საინტერესო პერიოდი იყო. ვალდებული ვიყავი, როგორც საკუთარ თავთან, ისე თითოეულ მასწავლებელთან, დამეფასებინა მათი და ჩემი შრომა, მიმეღწია სასურველი შედეგისთვის და გამემართლებინა იმედები. ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი.

მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს, დირექციის ყოველ წევრს თავდაუზოგავი შრომისთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისა და გამხნევებისათვის.

სკოლა „ლომისში“ გატარებულმა თორმეტმა წელმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი განვითარების, წინსვლის პროცესში. სკოლა „ლომისი“ არის ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც სიყვარული, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა პრიორიტეტულია. მადლიერი ვარ, რომ მე ამ ოჯახის სამუდამო წევრი ვარ.

ჩემთვის, „ლომისელობა“ დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგაც გავაგრძელებ „ლომისელის“ სახელის ღირსეულად ტარებას.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თითქმის ყველაფერი მათ ხელშია. ჭკვიანური შრომით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. იბრძოლეთ მათთვის!

საზოგადოებას კი შევახსენებდი, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. – წერს სკოლა „ლომისი1“ და ლუკას წარმატებებს უსურვებს.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  9 მიზეზი, თუ რატომ ვიღლებით ადვილად - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი