პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუთუ სადამრიგებლო კლასი „შემოგაპარეს“ – გამოცდილი დამრიგებელი ახალბედა კოლეგებს მიმართავს

თუ სადამრიგებლო კლასი „შემოგაპარეს“ – გამოცდილი დამრიგებელი ახალბედა კოლეგებს მიმართავს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, როცა მოსწავლე დაწყებითიდან საბაზო, საბაზოდან კი საშუალო საფეხურზე გადადის, დამრიგებელიც ეცვლება. ასეთი ცვლილებები კი მხოლოდ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს არ აფორიაქებთ. ზოგიერთ მასწავლებელს საერთოდ არ სურს, რომ სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ მასწავლებელს ამ პასუხისმგებლობას “შეაპარებენ” ხოლმე.

რა ხდება მაშინ, როცა სადამრიგებლო კლასს „შემოგაპარებენ“ რა სტრატეგიით უნდა დაალაგოთ თქვენი გრაფიკი, რისთვის იყოთ მზად და როგორ გაუმკლავდეთ დაკისრებულ მოვალეობებს, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს მათიკო კოჩაძე, ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი და დამრიგებელი ესაუბრა. მას კლასის ხელმძღვანელობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ახალბედა კოლეგებისთვის მაგალითია.

– ქალბატონო მათიკო, როგორ ემზადება დამრიგებელი ახალი სასწავლო წლისთვის? თქვენი მაგალითი რომ გაგვიზიაროთ

– ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. როგორც ვიცით, ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევაა და თითოეული წელი აუცილებლად უნდა იყოს წინა წლისგან განსხვავებული. ამიტომ, ამ დღისთვის მზადებაზე ფიქრს ზაფხულზე ვიწყებ და მომზადებულიც შევხვდი. ვიცოდი, ჩემს სადამრიგებლო კლასში ახალი მოსწავლე დამხვდებოდა და აქტივობების შერჩევისას ესეც გავითვალისწინე. პირველი აქტივობა გაცნობით დავიწყე, გასაცნობად გამოვიყენე კითხვარი „ცოტა რამ ჩემ შესახებ“, რომელიც დავურიგე მოსწავლეებს, შეავსეს და პრეზენტაციისას ერთმანეთზე კიდევ ბევრი რამ შეიტყვეს. ასე ახალი მეგობრის გაცნობაც გაგვიადვილდა და მის შინაგან სამყაროსაც ჩავწვდით. ბავშვებმა აღმოაჩინეს მსგავსი ინტერესები. ასეთი ტიპის აქტივობით გაცნობამ მოსწავლეებს შორის კიდევ ერთხელ გადო მეგობრობის ხიდი.

– გამოცდილი მასწავლებლისგანაც კი ხშირად მოგვისმენია ასეთი ფრაზა – “წელს სადამრიგებლო კლასიც შემომაპარეს”… არის ეს მასწავლებლის ერთგვარი იძულებითი მდგომარეობა, როცა მას ნაკლებად აქვს სურვილი სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს, მაგრამ მისი რიგიც დგება?

– არის შემთხვევები, როცა მასწავლებელს სურვილი არ აქვს სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს, მაგრამ მაინც სთავაზობენ ნაირ-ნაირ კლასებს, ამას პედაგოგები ვეძახით კლასის “შემოპარებას”.  ჩემი აზრით, სავალდებულოა, ყველა კლასს ჰყავდეს დამრიგებელი და სკოლის აუცილებლობიდან გამომდინარე თუ დგება ასეთი საჭიროება, სურვილის არმქონე პედაგოგიც ვალდებულია, დაეთანხმოს და გაითავისოს ის უფლება მოვალეობები, რაც დამრიგებელს გააჩნია. თუმცა კიდევ არის ასეთი მოცემულობა, როდესაც პედაგოგს უკვე ჰყავს ერთი სადამრიგებლო კლასი და მეორეს სთავაზობენ, დიდად არ მოსწონთ ეს იდეა. თუ არგუმენტირებული პასუხი აქვთ, რატომ არ სურთ, დირექციამაც უნდა გაითვალისწინოს პოზიცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

– შესაძლებელია უარის თქმა? და თუკი მაინც მოუწიათ დათანხმება, რით დაიმშვიდონ თავი ან როგორ მოემზადონ ამ საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად?

– მასწავლებელი კლასის ხელმძღვანელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ იტყვის უარს, თუ ეს სკოლის საჭიროებაა. ჩვენ დასაქმების დროს ვდებთ ხელშეკრულებას და ვალდებული ვართ, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე შევასრულოთ ჩვენი უფლება-მოვალეობები. მე ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, თუ კლასი არ ჰყავთ, „შემოპარებული“ კლასი მიიღონ. დამრიგებლობა რთულია, არც დამრიგებლის ანაზღაურებაა მაღალი – პირიქით, მაგრამ მერწმუნეთ, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც თქვენი მოსწავლეებისგან მიიღებთ, შეუფასებელი იქნება.

ჩემი რჩევა შემდეგია:

აუცილებლად უნდა გაეცნონ დამრიგებლის უფლება- მოვალეობებს. (ეროვნული სასწავლო გეგმა, კარი პირველი, მუხლი 6. დამრიგებელი);

მოიძიოს ინფორმაცია ახალი სადამრიგებლო კლასის შესახებ, გაიცნოს მოსწავლეები და დაფიქრდეს იქნებ გადაიფიქროს;

ყოველი შემთხვევისთვის შეადგინოს სამუშაო გეგმა (დაფიქრდეს, როგორც დამრიგებელი, რას გააკეთებდა ამ ბავშვებისთვის);

მიმართონ კოლეგებს, მიიღოს რჩევები.

– რა იქნება თქვენი გზავნილი ახალბედა დამრიგებლებისა და მომავალი კოლეგებისთვის?

– კოლეგებო, მასწავლებელი მუდამ დგას უამრავი პროფესიული გამოწვევის წინაშე. როგორც ძველბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქე ამბობს და „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“. ჩვენ, დამრიგებლებმა, სხვადასხვა აქტივობებით უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. შესაბამისად, ყველა ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ვურჩევდი, ჯერ პროფესიულად განვითარდნენ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობები და  შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება – ნამდვილად სურთ მასწავლებლობა, თუ არა. თუ სურთ მასწავლებლობა, მათთვის დამრიგებლობაც მისაღები იქნება.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი