ბოლო დროს რამდენიმე საჯარო სკოლამ სასკოლო ფორმის შემოღება გადაწყვიტა და მოსწავლეებს ე.წ. დრესკოდი დაუწესა. ბევრ სკოლაში კი კვლავ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. მშობელთა აზრი სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით ყოველთვის ორად იყოფა. ნაწილს ფორმა მოსწონს და საკუთარი არგუმენტები აქვს, ნაწილისთვის კი მიუღებელია. ვინაიდან საკითხი კვლავ გააქტიურდა, Mshoblebi.ge-ს გვერდზე ჩავატარეთ გამოკითხვა და ვკითხეთ მშობლებს, ემხრობიან, თუ არა სასკოლო ფორმის არსებობას და თავად რა გამოცდილება აქვთ. გამოკითხვაში 700-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კომენტარების ნაწილს გაგიზიარებთ:
- სკოლაში თავისუფალი არჩევანი უფრო მისაღებია. ჩაცმა ბავშვისა და მოზარდის თვითგამოხატვაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია! სწორედ ამ დროს უყალიბდებათ გემოვნება, სტილი…
- რატომ უნდა იყოს ფორმა? რამეს ასწავლის ბავშვს? მუდმივი დისკომფორტია. გოგონებს კაბები, ვაჟებს შარვლები. კარგით რა?! ეცვათ თავისუფლად. ჩაცმულობა ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა სკოლებში დღეს.
- ფორმა ძალიან კარგია. ჩემს შვილს ფორმა აცვია და მივესალმები. ყველა სკოლაში ფორმა აუცილებელი უნდა იყოს!
- მე რომ დირექტორი ვიყო, ჩემს სკოლაში ყველა ფორმით ივლიდა.
- ფორმა აუცილებელია, არა მხოლოდ ბავშვებს შორის მატერიალური თვალსაზრისით, არამედ მოსწავლე და მასწავლებელი რომ გაარჩიო ერთმანეთისგან კიდევ … ფორმა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, სასკოლო ცხოვრების ჩვეული წესია. სულ სხვანაირად ლამაზია მოსწავლე ფორმაში.
- სასკოლო ფორმა უნდა იყოს ყველა სკოლაში. ყველაზე ლამაზები არიან მოსწავლეები და უდარდელი ბავშვობის წლებს გადიან.
- მე ფორმის ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერ ის რად ღირს, დილით წუწუნს რომ არ ვისმენ: ,,ეს მინდა, ის არა…“ ფორმა ბევრად პრაქტიკულია სკოლაში.
- ფორმის მომხრე ვარ ყოველთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში არ გვაქვს.
- ჩაცმა თავისუფლად, ზომიერების ფარგლებში.
- სამწუხაროდ, საჯარო სკოლებში ბევრი რამაა შესაცვლელი.ფორმა თავისუფლებას ნამდვილად არ უზღუდავს ბავშვს! თავისუფლება კარგი სწავლა და განათლებაა და არა თმის ცისფრად შეღება და პეპლებიანი კაბებით სიარული. სრულად
- #drpkhakadze #sheniganatleba