ორშაბათი, მაისი 12, 2025
მთავარიპირადი ისტორიებიVIDEO: „დედაჩემი თეთრი ანგელოზია... დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით…“ - ლაშა ღლონტი...

VIDEO: „დედაჩემი თეთრი ანგელოზია… დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით…“ – ლაშა ღლონტი დედაზე

ლაშა ღლონტი 78 წლის დედის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს:

„რაღაცნაირი გრძნობაა დედა, ენით აღუწერელი. პატარა რომ ვიყავი, ჩემს სახლში სულ იყო ჩართული ჰამლეტ გონაშვილი, „ცისფერი ტრიო“, რეი ჩარლზი, აუთოვებდა თუ რას აკეთებდა, ფონად იყო ჩართული.

ერისთავის ქალბატონია და თავისი ერუდიციით, საქციელით, პატივისცემით განგაწყობდა. არასდროს არაფერი დაუძალებია, სულ მინდოდა, მისგან რაღაც მესწავლა. დედაჩემი თეთრი ანგელოზია. დედა 78 წლისაა და თუ რამე ძალიან არ გაუჭირდა, არასდროს შეგაწუხებს. დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით… თვითონ შეიძლება, ძალიან ცუდად იყოს, მე რომ დამინახავს, ჩემს დას, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ეს არის მისი ცხოვრება… ისე წყნარად ვარ ხოლმე, როცა შევეხმიანები და ხმას გავიგონებ, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. ჩემს სიმღერას როცა უსმენს, ყველაზე ბედნიერია, სიყვარულს სიმღერით გამოვხატავ… როცა სიმღერის ჩასაწერად შევდივარ, ერთ-ერთი, ვისთვისაც ვმღერი, დედაა…“

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „ის უყვარდათ და სიყვარული არ აუხსნეს, მასაც უყვარდა და არც თავად გამოიჩინა სითამამე...“ - ქალი, რომელიც საბჭოთა წლებში „ამერიკის ხმასთან“ თანამშრომლობდა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE