ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"10 წლის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში" - ინტერვიუ ინგლისური ენის...

“10 წლის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში” – ინტერვიუ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის – YETS-ის დამფუძნებელ სოფი გიგაურთან

მედიაჰოლდინგი 《შენი》, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, დგას ყველა ქართული სტარტაპის გვერდით. ამჯერად გაგაცნობთ “YETS” -ს, ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრს, რომელიც სოფი გიგაურმა დააარსა 2013 წელს.

“10 წლის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში” – ინტერვიუ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის – YETS-ის დამფუძნებელ სოფი გიგაურთან | შენი განათლება

 

YETS საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაძლიონ ინგლისურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ მარტივი, სახალისო და ინოვაციური გზებით შეისწავლონ ენა სრულყოფილად.

“10 წლის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში” – ინტერვიუ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის – YETS-ის დამფუძნებელ სოფი გიგაურთან | შენი განათლება
  „თანამშრომლობა და გუნდურობა ერთ-ერთი უმთავრესია ერთი მიზნისკენ სწრაფვისთვის. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობა და გაზიარება კი უდიდეს როლს ასრულებს ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში.

  10 წელზე მეტია, რაც ვარსებობთ და ამ ხნის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში და მივეცით თვითრწმენა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოვლენა.

“10 წლის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში” – ინტერვიუ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის – YETS-ის დამფუძნებელ სოფი გიგაურთან | შენი განათლება

  ყოველთვის დიდ მოტივაციას ვაძლევდი ჩემს მოსწავლეებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა და გამოცდილება სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსებში, არაერთხელ მოუგიათ კიდეც მსგავსი ოლიმპიადები საქართველოს მასშტაბით.“  

სოფი გიგაურმა დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტში მან გაიარა მასწავლებელთა მომზადების პროგრამა.

სტუდენტობის პერიოდში ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. ერთ-ერთ ევროკავშირის პროექტში მიიღო დაფინანსებაც და გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ ოლსშტინში, სადაც ის თანამშრომლობდა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

პროგრამის ფარგლებში სოფი აწარმოებდა რამდენიმე პროექტს, რომელშიც გათვალისწინებული იყო პოლონეთის სკოლებში ვიზიტი და ინგლისური ენის კურსების დაგეგმვა-წარმართვა.
სოფის წყალობით ასობით პოლონელი მოსწავლე ეზიარა მის მიერ შემუშავებულ, გამარტივებულ და სახალისო სწავლების პროგრამას.
საქართველოში დაბრუნებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე განახორციელა ჩანაფიქრი და უკვე ქართველ ბავშვებს შესთავაზა შედეგებზე ორიენირებული და მეგობრული სასწავლო გარემო YETS-ის სახით.

2019 წელს სოფიმ მუშაობა დაიწყო ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. ამავე წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

„დიდ გამოცდილებასა და ბევრ შესაძლებლობებთან ერთად სკოლამ საშუალება მომცა გამევლო საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა IB-International Baccalaureate.  დღესდღეობით უკვე ამ მიმართულებით ვასწავლი ამავე სკოლაში და პარალელურად ვხელმძღვანელობ YETS-ს, რომელიც 2020 წლიდან ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.“
 „ყოველთვის მიყვარდა სწავლა, მაგრამ ამაზე მეტად სიამოვნებას მანიჭებდა სწავლების პროცესი, ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და დახმარების გაწევა“

„21-ე საუკუნის ბავშვს ვერ დააინტერესებ მხოლოდ სახელმძღვანელოებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მან თეორიული ცოდნა გამოსცადოს პრაქტიკაში. ითამაშოს, იხალისოს, ისაუბროს ბევრი.

  მასწავლებელმა ყოველთვის უნდა მისცეს ბიძგი მოსწავლეს, რომ იძიოს, იკვლიოს, იყოს გამბედავი, პრინციპული, მოაზროვნე, გონება-გახსნილი და კომუნიკაბელური.
ყველა ბავშვი არის ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნება სხვადასხვა ხასიათებითა და უნარებით. ურთულესია იპოვო ის გასაღები, რომელიც მრავალრიცხოვან ჯგუფში, თითოეულ მოსწავლეს გაუხსნის სწავლის სურვილს და მოტივაციით ჩაერთვება სასწავლო პროცესში. მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელმა მოიპოვოს მოსწავლის ნდობა და სიყვარული, მერე კი ყველაფერი მარტივია.
მიყვარს ამ გასაღების ძიების პროცესი და შემდეგ შედეგის სხვადასხვა გზით, სხვადასხვა დროს დანახვა“

 

READ  კიბოთი დაავადებული კაპიტნის მხარდასაჭერად შვედმა ფეხბურთელებმა თავი გადაიპარსეს

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი