ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ"ეშმაკეული ძალები ვერ იტანენ საკმეველს და გაურბიან" - ეზოთერიკოს მაია ყუფარაძის რჩევები

“ეშმაკეული ძალები ვერ იტანენ საკმეველს და გაურბიან” – ეზოთერიკოს მაია ყუფარაძის რჩევები

ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ, ვისაც ავი თვალის და დაბინძურებული აურის სჯერა. როგორც ის “ზმნისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ჩვენი სახლის საუკეთესო გამწმენდი საკმეველია. ის წმენდს სახლს უარყოფითი ენერგიებისა და ავი ძალისგან. საკმევლის შემოტარებისას შეგიძლიათ ლოცვაც თქვათ. ასხუროთ ნაკურთხი წყალი ოთახების კუთხეებს, შემოსასვლელ კარსა და ზღურბლს.

მაია ყუფარაძემ ჩვენთან სავსე მთავრის ზეგავლენაზეც ისაუბრა. ის პატარა შელოცვასაც გვასწავლის.

მაია ყუფარაძე: სავსე მთვარეს დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. ის იბადება, იზრდება, აღწევს კულმინაციას ანუ სრულ ფორმას. ასევე ხდება დედამიწაზეც, ყველაფერი იზრდება, ივსება. სავსე მთვარის დროს ბევრი ადამიანი თავს კარგად არ გრძნობს. ენერგეტიკული ცვლილებები მიმდინარეობს ადამიანებში. მაგრამ წყლის ნიშნებზე – დადებით გავლენასაც კი ახდენს ეს პერიოდი. მე კირჩხიბი ვარ და სავსე მთავრე დიდ ენერგიას მაძლევს. ამ დროს ძალიან კარგია ბარაქის რიტუალების ჩატარება. მე ხშირად ვაკეთებ ამას. საფულიდან ვიღებ ფულს, ჩემს დამცავ მინერალურ ქვებს, ვალაგებ რაფაზე და ვმუხტავ მთვარის შუქზე. ვეუბნები ლოცვას – “მთვარევ, როგორც შენ აივსე, ისე აგვავსე დოვლათით და ბარაქით.” ეს ყველაზე ლამაზი რიტუალია… განაგრძეთ კითხვა

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „კართან მოდგა შემოდგომა“ – მაყვალა ჩიხლაძისა და მარიამ როინიშვილის დუეტი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი