ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებივინ იყო ნინია და როგორ გაჩნდა ფრაზა „ნინიას ბაღი“ - საინტერესო ისტორია

ვინ იყო ნინია და როგორ გაჩნდა ფრაზა „ნინიას ბაღი“ – საინტერესო ისტორია

„ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“, – ეს ფრაზა იმ პოპულარული გამოთქმებისდან ერთ-ერთია, რომლთა მნიშვნელობასაც კონტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით. ის თითოეულ ჩვენგანს გვსმენია და შეიძლება გამოგვიყენებია კიდეც.

ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ამ პოპულარული ფრაზის საზოგადოებაში დამკვიდრების საკმაოდ საინტერესო ამბავი ბევრმა არ იცის.

ასეთია გამოთქმა „ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“-ს ისტორია:

მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ვინმე ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი.

როგორც ამბობენ, ის პოპულარობით სარგებლობდა დამთვალიერებელთა შორის. ხსენებული ბაღი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, იმხანად ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა…

მას შემდეგ ამ გამოთქმასაც „უფასოს“ დატვირთვა აქვს“.

როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს ვესაუბრებით, და ვინმეს რაიმე უსასყიდლოდ და ყოველგვარი გარჯის გარეშე სურს მიიღოს, ამის გამო თითქმის ყველა ჩვენგანი ვიყენებთ ამ ფრაზას, რომ მას ეს ნინიას ბაღი ხომ არ ჰგონია, რომ მისთვის სასურველი რამ უსასყიდლოდ მიიღოს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რატომ დაემუქრა სტალინი ბერიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი