ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაიტალიაში ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ხელუხლებელი არტეფაქტი ინახებოდა

იტალიაში ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ხელუხლებელი არტეფაქტი ინახებოდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს იშვიათი, ხელუხლებელი ეტრუსკული სამარხი – ცივილიზაციის, რომელიც რომის რესპუბლიკამდე არსებობდა.

სამარხი ქვისგან არის გამოკვეთილი და პატარა სახლის ფორმა აქვს. მასში ოთხი ადამიანის ნეშტებია განთავსებული – ორი ქალის და ორი კაცის, მათ გარშემო კი 100-ზე მეტი არტეფაქტია – კერამიკა, იარაღი, ბრინჯაოს სამკაულები და ვერცხლის თმის აქსესუარები. სამარხი ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნით თარიღდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში სხვა ეტრუსკული სამარხებიც აღმოუჩენიათ, ისინი ყველა სხვადასხვა დონეზე ძარცვის მსხვერპლი იყო. სპეციალისტების თქმით, ხელუხლებელი სამარხი მათ ეტრუსკთა სამგლოვიარო წეს-ჩვეულებების შესახებ ახალ ინფორმაციას მისცემს.

ეტრუსკული ცივილიზაცია იტალიის ცენტრალურ ნაწილში რომის რესპუბლიკის ფორმირებამდე არსებობდა. მისი აყვავების პიკი ძვ.წ. მეექვსე საუკუნეზე მოდის, შემდგომ კი ცივილიზაცია ე.წ. რომაულ-ეტრუსკული ომების შედეგად დაეცა. ძვ.წ. პირველ საუკუნეში ეტრურია ოფიციალურად რომის იმპერიას შეუერთდა.

ასევე ნახეთ: ჩინეთში გაიხსნა კლინიკა მათთვის, ვისაც სამსახურში სიარული არ უნდა

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ ვიხუმროთ სოციალურ ქსელებში მოწონებებისა და გამომწერების დასაგროვებლად - ცნობილი ბლოგერის რჩევები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი