რა მოხდება, თუ პლანეტა სატურნს წყალზე მოვათავსებთ? შესაძლოა, გსმენიათ მოსაზრება, რომ ის იტივტივებს. იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, თავად ამ ციურ სხეულსა და ამომგდებ ძალაზე ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდეთ.
ესაა ნებისმიერ ფლუიდში (მათ შორის აირში) მოქმედი ძალა, რომელიც ობიექტს მაღლა უბიძგებს. ეს წნევის დამსახურებით ხდება, რომელიც სიღრმესთან ერთად იზრდება. არქიმედეს კანონის მიხედვით, მთლიანად ან ნახევრად ჩაძირულ სხეულზე ამომგდები ძალა იმ მასის პროპორციულად ზემოქმედებს, რომელიც ფლუიდის ადგილს იკავებს.
თუკი ამომგდები ძალა ქვემოთ მიმართულ ძალას აღემატება, ობიექტი ტივტივებს; იმ შემთხვევაში, როცა სხეული წყალზე მკვრივია, ის იძირება.
მზის სისტემაში არსებული პლანეტები მეტწილად წყალზე მკვრივია. მაგალითად, დედამიწა, მარსი, ვენერა და მერკური რკინის მძიმე ბირთვს შეიცავს და გარედანაც კლდოვანია. აირისგან შედგენილი გიგანტების შემთხვევაში საქმე უფრო საინტერესოდაა: იუპიტერი და სატურნი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. პირველი მათგანი დედამიწაზე 318-ჯერ მასიურია, მაგრამ მისი სიმკვრივე ყოველ კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 1.33 გრამია. შედარებისთვის, ჩვენი მშობლიური ციური სხეულის მაჩვენებელი 5.5 გ/სმ3-ია.
რაც შეეხება სატურნს, მისი საშუალო სიმკვრივე 0.6871 გ/სმ3-ს უდრის, როცა წყლის შემთხვევაში ეს ატმოსფერულ წნევაში 1 გ/სმ3-ის ტოლია (თუმცა სხვადასხვა წნევის პირობებში განსხვავებულია).
“წნელი წარმოსადგენია, მაგრამ მზის სისტემაში სატურნი ერთადერთი პლანეტაა, რომლის საშუალო სიმკვრივეც წყლისაზე ნაკლებია. ეს აირის გიგანტი აბაზანაში იტივტივებდა, ამ ზომისა რომ არსებობდეს”, — ვკითხულობთ NASA-ს ბლოგპოსტში.
აღნიშნული განცხადება მაინცდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რადგან ასე NASA უბრალოდ სატურნის მახასიათებლის უკეთ წარმოჩენას ცდილობს. თანაც, ფიზიკოს რეტ ალეინის თქმით, ამ მოცულობის წყლის ფსკერზე წარმოუდგენლად ძლიერი წნევა იქნებოდა — ისეთი, რომ ბირთვული რეაქციების დაწყებასაც კი გამოიწვევდა.
ამას ისიც ემატება, რომ სატურნი გემის მსგავსი მტკიცე სტრუქტურა არაა. მისი შემადგენელი ჰელიუმი და წყალბადი გრავიტაციისაა და ბირთვის დახმარებით რჩება ადგილზე. შესაბამისად, რგოლებიანი პლანეტა უზარმაზარ აბაზანაში რომ მოგვეთავსებინა, მისი აირები წყლის ზემოთ ატმოსფეროს წარმოქმნიდა. ჰელიუმისა და წყალბადისგან განსხვავებით, სატურნის ბირთვი წყალზე მკვრივია, ამიტომ ის ჩაიძირებოდა… სრულად
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi