სამშაბათი, აპრილი 22, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ - რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ

ამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ – რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ

მაისსა და ივნისში ესპანურ ქალაქ კასტილიო დე მურსიაში უჩვეულო რიტუალი ტარდება – ელ კოლაჩო. პირველად ის 1620 წელს ჩაუტარებიათ და იმ ჩვილი ბავშვების სულების განწმენდას ემსახურება, რომლებიც წლის განმავლობაში დაიბადნენ.

ადგილობრივ მცხოვრებლებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის ჩატარება ბავშვებს ავი თვალისა და ჯადოსგან, ბნელი ძალებისა და დაავადებებისგან იცავს.

ამ ქალაქში ე.წ. საძმო არსებობს – Santisimo Sacramento de Minerva, რომლის წევრები წითელ-ყვითელ კოსტიუმს, როგორც მას უწოდებენ, ეშმაკის კოსტიუმს იცვამენ, სახეზე ნიღაბს ირგებენ და ხელში შოლტს ან ხელკეტს იჭერენ. ასე დაიარებიან ქალაქის ქუჩებში, გვარიანად აშინებენ მოსახლეობას და მიემართებიან მთავარი მოედნისკენ, სადაც რბილ მატრასზე ჩვილები წვანან, ხალხის ბრბოთი გარემოცულნი.

“კოლაჩოს ეშმაკი” სტარtს იღებს, გამოიქცევა და ახტება ძირს დაწვენილ ბავშვებს (რომელთაგან ბევრი ტირილით იჭაჭება, მაგრამ არავინ აქცევს ამას ყურადღებას) და როგორც ადგილობრივებს სჯერათ, ასე მიაქვს თან ყველა უბედურება და ავადმყოფობა. მშობლებიც ბედნიერები არიან, რომ შვილები “გადაარჩინეს”.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  რას გულისხმობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი - სამინისტროს განმარტება
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი