შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაახალი კვლევის თანახმად მშობლები შვილებს დაშორდნენ - მიზეზი სმარტფონები არ არის

ახალი კვლევის თანახმად მშობლები შვილებს დაშორდნენ – მიზეზი სმარტფონები არ არის

მკვლევარები ურჩევენ, რომ მშობლებმა მეტი დრო გაატარონ შვილებთან ერთად, საკუთარი ამოცანების შესრულების გარეშე. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება მოზარდებზეც. მაგალითად, ოჯახური ვახშმის ან შვებულების დროს ბავშვებს და მშობლებსაც არ ურჩევენ ტელეფონებით სარგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვები კარგავენ მშობლების მიმართ ნდობას იმის გამო, რომ მათ შვილებისთვის არასოდეს სცალიათ. არ აქვს მნიშვნელობა რა აშორებს მშობელს ბავშვისგან – გაჯეტი ხელში თუ სხვა აქტივობა.

კვლევისთვის მეცნიერებმა შვილებთან ერთად 50 მშობელი შეარჩიეს და სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში მშობლებს სთხოვეს 10 წუთის განმავლობაში ენთუზიაზმით ეთამაშათ შვილებთან ერთად და არ დაკავებულიყვნენ სხვა საქმით. მეორე ჯგუფის მშობლებსაც სთხოვეს ბავშვებთან თამაში, მაგრამ 5 წუთის შემდეგ მათ დაურიგეს კალამი და კითხვარი.

მესამე ჯგუფში უფროსებსაც უთხრეს, რომ ეთამაშათ ბავშვებთან, მოგვიანებით კი კითხვარი დაურიგეს, მაგრამ ტაბლეტზე. ამავდროულად, მეორე და მესამე ჯგუფს, რომლებსაც კითხვარი აიძულებდა ყურადღება გაეფანტათ, უთხრეს, რომ განეგრძოთ ბავშვებთან თამაში პარალელურ რეჟიმში.

ამ ხერხით მკვლევარებს სურდათ მეორე და მესამე ჯგუფში შეექმნათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია – როგორც ჩანს, მშობლები უთმობენ დროს შვილებს, მაგრამ ამავდროულად აკეთებენ საკუთარ საქმესაც.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეორე და მესამე ჯგუფის ბავშვებს ნაკლები ჩართულობა, სიყვარული და დადებითი ემოციები ჰქონდათ მშობლების მხრიდან, ვიდრე პირველი ჯგუფის ბავშვებს. მეორე და მესამე ჯგუფის მშობლები, თავის მხრივ, ნაკლებად რეაგირებდნენ შვილების საკომუნიკაციო სიგნალებზე, ვიდრე პირველი ჯგუფის მშობლები, რომლებიც ყურადღების გაფანტვის გარეშე თამაშობდნენ შვილებთან.

მასთან, მეორე და მესამე ჯგუფს შორის ინდიკატორები არანაირად არ განსხვავდებოდა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებისთვის სულ ერთი იყო მშობელი კითხვარს ქაღალდზე ავსებდა თუ პლანშეტზე.

მკვლევარების აზრით, მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთად გატარებული დროის ხარისხი. ბავშვს არ აინტერესებს, კონკრეტულად რას აკეთებს მშობელი – მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს.

„ამ კვლევით დადასტურდა, რომ როდესაც მშობლებს ყურადღება გაფანტული აქვთ, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთქმედების ხარისხი დაბალია, ვიდრე მაშინ, როცა მშობლები შვილებზე ფოკუსირებული არიან. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა მშობლის ყურადღება გაფანტული ციფრული თუ არაციფრული აქტივობებით, მთავარია რამდენად ცდილობს დაუახლოვდეს შვილს მშობელი და აგრძნობინებს, რომ მისი მხარდამჭერი და მეგობარია“ – წერია დასკვნაში.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი