კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ბავშვი მდინარეში გადავარდა და დედაც თან გადაჰყვა...“ - სასწაული, რომელიც სვეტიცხოვლობას უკავშირდება

„ბავშვი მდინარეში გადავარდა და დედაც თან გადაჰყვა…“ – სასწაული, რომელიც სვეტიცხოვლობას უკავშირდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება.

სვეტიცხოველს არაერთი სასწაული უკავშირდება, რომლის ნაწილი საზოგადოებამ დღემდე არ იცის.

X საუკუნის 30-იანი წლები იდგა. კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის ლოცვაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. პირველი ოქტომბერი, კვირადღე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე ქრისტესთვის სულელმა წმინდა ანდრიამ აღაპყრო ზეცად თვალნი და იხილა მზეებრ ბრწყინვალე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცულობდა და თავისი ომოფორით დაჰფარვიდა იქ მყოფთ. “ხედავ, შვილო, დედოფალს და ჩვენს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მთელი სამყაროსთვის მლოცველს?” – ჰკითხა წმინდა მამამ სულიერ შვილს ეპიფანეს. “ვხედავ, მამაო, და შევძრწუნდები”, – უპასუხა მან. წმინდა ანდრიას ამ ხილვის აღსანიშნავად ეკლესიაში დღესასწაული დაწესდა. ალბათ არცთუ შემთხვევით, იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს ვზეიმობთ. “ზეითგამოქსოილი” უფლის კვართი დამალავს “შიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ”. საუფლო კვართიც ხომ მცველად და მფარველად მოენიჭა, გადაეფარა ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარება ჩვენ, ქართველებს, ამდენი სიწმინდის პატრონთ. აღმოსავლეთ საქართველოში უფლის კვართი და მისი ხელთუქმნელი ხატია დაბრძანებული, დასავლეთ საქართველოში – ღვთისმშობლის კვართი და სარტყელის ნაწილი. უფრო მეტი სასოებით რომ მივუახლოვდეთ უფლის კვართს და “ვიხილოთ და შევძრწუნდეთ” მისი სიწმინდით, ამისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მიერ მოხდენილი სასწაულები.

მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული “ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული” სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა. ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

იანვარი 25, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი