ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებადიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას... სამი მეტანიით დაიწყეთ - ბერი პაისის რჩევა

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას… სამი მეტანიით დაიწყეთ – ბერი პაისის რჩევა

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:

„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.

მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა:

„ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა – რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.

ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი – ვარვარა, მეორე – ჩამქრალი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ ცხელზე ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი.

მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია.

ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ – ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.

ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:

READ  "ამ ჩემ­თვის გა­ჭე­დილ დრო­ში იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლე სა­კუ­თარ თავ­თან! ეს მხო­ლოდ მე ვიცი..." - პოპულარული "ინფლუენსერი" მარიამ გველესიანი პირადსა და ბოლო დროის მძიმე პერიოდზე

„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, – და მეტანიას აღასრულებთ;

შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, – ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.

შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა… სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.