კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებადიდ წითელ, ჭინჭით ფეხებშეკრულ მამალს ამოიჩაგვიებდა ღლიავში და ფეხშველი შევუდგებოდით შემოქმედისკენ გზას......

დიდ წითელ, ჭინჭით ფეხებშეკრულ მამალს ამოიჩაგვიებდა ღლიავში და ფეხშველი შევუდგებოდით შემოქმედისკენ გზას… – ზურა შევარდნაძე ღვთისმშობლობის დღესასწაულზე

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ღვთისმშობლობასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

„ღვთიშობლობის წინა დღეს, ჩვენსას ყოველ წელს აუცილებლად მოდიოდა მშვიდობაურში გათხოვილი ბაბუას დაი მერიკო და ბებიას ძმის ცოლი, ოროკიდან ნაზიკო. ნაზიკო ბებიას ეზოს, ღელის წყალი ჩამოუდიოდა ამიტომ სულ ბევრი კვატი ყავდა, ამ დღეს ორი ან სამი მელნისფერფრთიანი ჩვენთანაც მოყავდა სულ. გვიხაროდა მათი სტუმრობა, როგორ გვიხაროდა. ოროკელ ბებიას პატარაობიდანვე სტუმარ მერიკო ბებიას ვეძახდით, შვილმკვდარი დედა იყო და როგორც ბებიამ აგვიხსნა მისი სულის საოხად იქცევა ასე.თაფლის სანთელის დიდ ნატეხს ამოაცოცებდა ჩანთიდან, დაილაპარაკებდენ და მალევე შეუდგებოდენ საქმეს. ბებია ძველ, პატარა მოკალულ სპილენძის ქვაბს გამოიღებდა რომელიც მხოლოდ საამსაქმისოდ ქონდა სუფთად შენახული და თაფლის სანთელს ნაკვერჩხალზე დაადნობდა. დოლბანდის, სიძველისგან გაყვითლებულ თოფს წვრილ ლენტებს ააჭრიდნენ და დაიწყებდნენ სანთლის ამოქნას. სამივე თავ თავისი ოჯახის ყველა წევრის სახელზე თითოეულის სიგრძე სანთელს ჩამოქნიდა, დიდიან პატარიანად ყველას ერგებოდა თითო. გრძელ სანთლებს ხელის გულებით აგორგოლავებდენ, გასაშრობად პარმაღის ხის კედელზე მიაკრავდნენ და მერე ლოკოკინებივით დაახვევდნენ, სუფთა, ტილოს ტომსიკაში ჩააწყობდენ.ვახშმად ერთად დავსხდებოდით, ბაბუა საქალებო ტკბილ ღვინოს გამოდგამდა წვრილყელიანი, მწვანე გრაფინით და აფერს არ იტყოდა. იმ დღეს, მხოლოდ იმ დღეს ქალი დაილოცებოდა. “დედა მარიამ ძალა და ღონე მოგვეცი, შეგვარგე და ტკბილად მოგვახმარე წრომანდელი ნაშრომი, ჯანი მრთელი და გული მხიარული შეგვარჩინე, გვაცოცხლე დღეგრძელად…”ბებია დიდ ქვის კეცს არეკავდა, პიწკინა სქელ ჭადს მაგიდის ნაპირძე ჩამოდებდა, ჩამოტეხავდა და დაგვირიგებდა.ადრე დაგვაძინებდენ და გათენებული არ იყო ჩამოგვივლიდნენ, არიქა ნენა გათენდაო. სამივე მოხერხებულად გამოეწყობოდა, თმებს ფუყეთ დაიპწნიდენ და ნაწნავს არ შეიკრავდენ, თავს ლაჟვარდისფერი ცახოცებით გაიკრავდენ, სამივე დიდ წითელ, ჭინჭით ფეხებშეკრულ მამალს ამოიჩაგვიებდა ღლიავში და ფეხშველი შევუდგებოდით შემოქმედისკენ გზას. ჩვენ ფეხზე გახდას არ გვანებებდენ არაა წესიო გვეტყოდენ. კარგად გათენებულზე მივადგებოდით შემოქმედის ეკლესიას. უკვე ირეოდა ხალხი, ოზურგეთელი ჩაჩნებიც გამოიშლებოდენ ამ დღეს, ფუშფუშა ქაღალდის ფერად სათამასოებს, ბრიალა ფერად შეღებილ ფარსმანდუკის თაიგულებს, რეზინზე ასხმულ ფერად , ბრჭყვიალა, ნახერხიან ბურთებს ყიდდენ. გაპუტული თუთიყუში გულმოდგინედ აძრობდა ერთიმეორეზე უკეთეს, დაგორგლილ სურვილებს კონსერვის კოლოფიდან, ოც კაპიკად.მაშინ ეკლესიაში არც მღვდელი იყო არც ხატი და არც აფერი. ერთი მუხლებამდე წელში მოხრილი ძალიან მოხუცი სიდონია მალაზონის იმედად იყო იქაურობა. ახლო ცხოვრობდა, პატარა ფიცრულში სასაფლაოსთან. ეზოში უშველებელი ჭადარი იდგა. ბაღნები დაგვილოცე დედაოო ეტყოდა ბებია, არც წაი ეყურება არცერთს და არც მოი… საგზალით სავსე კალათს შემოუდგამდა დუშაღზე.მონაზონი დაგვლოცავდა და დაამშვიდებდა ბებიებს, არც უთქვენოდ ვაკლებ ლოცვას მერიკო, ბედნიერი და სიხარულით სავსე ცხოვრებას მისცემს დედახვთიშობელიო..რომელიმე საფლავის ქვაზე ჩამოვჯდებოდით, გალავანზე მიაკრავდენ და ბოლომდე დაწვავდენ სიგრძის სანთლებს. სანთელი რომ დაიწვებოდა ცაში ისროდენ მამლებს. აკრიახდებოდა მამალი, ჯერ გალავანზე შეხტებოდა, მერე სიდონია მალაზონის ჭადარზე აფრინდებოდა და გვერდით მიუჯდებოდა ბასილეთიდან, მზიანიდან, მთისპირიდან და მეწიეთიდან მოყვალილ მამლებს, იქიდან აკვირდებოდენ სალოცავად მოსულ უღმერთო გურულებს. ერთი სანახავი იყო ეს უშველებელი ხე სავსე წითელი მამლებით.სულს ვხდიდით ბებიას შეკითცვებით: “რას უშობა ბებია ამდენ მამალს სიდონიე მალაზონი?””გაჩერდი ბიჯო, ამოგართუამ ენას..” გაგვიწყრებოდენ.წამოსვლისას კიდევ სამჯერ შემოუვლიდით ტაძარს, დაბლა დავეშვებოდით, რიყეზე ბჟუჟის წყალზე დაიბანდენ ფეხებს, წუღებს ჩაიცვამდენ, თმას დაიხვევდენ, ბაბუა უკვე გველოდებოდა ბოგასთან, ერთმანეთს ვასხედით მანქანაში. ოროკში ვისადილებდით სტუმარ მერიკო ბებიასთან, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან. კიდევ ერთხელ დაილოცებოდენ და მომავალ ხვთიშობლობამდე სულის სიმხნევეს, ტანის სიმრთელეს უსურვებდენ ერთმანეთს.ბებიასთვის რომ გეკითხა არც მორწმუნე იყო და მითუმეტეს არც ეკლესიურად ცხოვრობდა.აბა ეს რა იყო?რაც თავი მახსოვს ღვთიშობლობა დღეს ეკლესიაში ყოველთვის მივდივარ, დღესაც ვიყავი. იმ სიძლიერის და უძლეველობის, იმ ერთიანობის განცდა, ერთად ყოფნის და ამ ერთად ყოფნით მიღებული სიხარული ბავშვობის მერე აღარ მიგვრძნია.ნეტა მართლა რას უშობოდა სიდონიე მალაზონი იმდენ მამალს?!

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

იანვარი 25, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი