ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება„ენდეთ მეცნიერებას და არა მე-16 საუკუნის გამონათქვამებს და მიდგომებს“ - ექიმი ვირუსულ...

„ენდეთ მეცნიერებას და არა მე-16 საუკუნის გამონათქვამებს და მიდგომებს“ – ექიმი ვირუსულ ინფექციებზე

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს – ამ თემაზე ვრცელ პოსტს ექიმი, mkurnali.ge-ს რედაქტორი თამარ მამაცაშვილი აქვეყნებს და ცდილობს, მაღალ სიცხესთან დაკავშირებული, სოციალურ ქსელებში პოპულარული მითები გააქარწყლოს.

“სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება მოწოდებები, მათ შორის ექიმებისგანაც, რომ მაღალი ტემპერატურა თურმე ორგანიზმისთვის სასარგებლო რეაქციაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი წამლები.

გავრცელებული მოსაზრება, თითქოს 42°C ტემპერატურა ადამიანისთვის საშიში არ არის, სიცოცხლისთვის სახიფათო დეზინფორმაციაა.

სიმართლე კი ის არის, რომ 41°C-ზე ზემოთ იწყება ჰიპერპირექსია (სხეულის გადახურება), ხოლო 42°C-ზე ორგანიზმში არსებული ცილები განიცდიან დენატურაციას (სტრუქტურულ დაშლას). ეს შეუქცევადი პროცესია და იწვევს ორგანოების უკმარისობასა და ტვინის დაზიანებას.

მითი, რომ სიცხე “ვირუსებს წვავს” არასწორია: სიცხე ვირუსს კი არ “წვავს”, არამედ ქმნის არახელსაყრელ გარემოს მისი გამრავლებისთვის და ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს. თუმცა, ზედმეტად მაღალი სიცხე თავად იმუნურ სისტემასაც ფიტავს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არასტეროიდების (მაგალითად, იბუპროფენის) მიღების მიზანი მხოლოდ ტემპერატურის დაწევა არ არის. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

როდის შეიძლება, თავი შევიკავოთ წამლისგან? (როდის არ მივიღოთ)

თუ პაციენტი არის მხნედ, სვამს სითხეს და სიცხე არ აღემატება 38.0-38.5°C-ს, წამლის მიცემა აუცილებელი არ არის.

ამ დროს კანკალი (კუნთების მუშაობა ტემპერატურის ასაწევად) ფიზიოლოგიური პროცესია.
თუ დისკომფორტი მინიმალურია, ორგანიზმს მართლაც სჭირდება ეს დრო ვირუსის ამოსაცნობად და ანტისხეულების გამოსამუშავებლად.

როდის არის წამლის მიღება სავალდებულო? (როდის უნდა მივიღოთ)

ლოდინი დაუშვებელია და ტემპერატურა აუცილებლად უნდა დაიწიოს შემდეგ შემთხვევებში:
თუ ტემპერატურა 38.5-39.0°C-ზე მაღალია: ასეთ დროს ორგანიზმის ენერგოდანახარჯი და გულზე დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ის აზიანებს პაციენტს.

თუ არსებობს გაუწყლოების რისკი: თუ პაციენტი ვერ სვამს წყალს, მაღალი სიცხე მდგომარეობას კატასტროფულად ამძიმებს.

თუ პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები: გულის, ფილტვის ან ნევროლოგიური პრობლემების (მაგ. კრუნჩხვებისკენ მიდრეკილება) დროს.

READ  “ურთულესი პერიოდი გვაქვს, იმედს არ ვკარგავთ”– ზურა ბერიკაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

როცა პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, თუნდაც სიცხე დაბალი იყოს: თუ პაციენტს აქვს 37.8°C, მაგრამ აქვს აუტანელი თავის ტკივილი ან ღებინება, წამლის მიღება ჰუმანური და აუცილებელი ნაბიჯია.

როდის არის დაუშვებელი თვითმკურნალობა?
თუ სიცხესთან ერთად შენიშნავთ შემდეგ ნიშნებს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს:

კისრის რიგიდობა: ნიკაპის მკერდზე მიტანის შეუძლებლობა.
გამონაყარი: რომელიც ხელის დაჭერისას არ ფერმკრთალდება (წერტილოვანი სისხლჩაქცევები).
სუნთქვის გაძნელება ან ძლიერი ქოშინი.
ცნობიერების დაბინდვა ან პაციენტის მომატებული ძილიანობა.

ენდეთ მეცნიერებას და არა მე-16 საუკუნის გამონათქვამებს და მიდგომებს. სიცხე იმუნიტეტის იარაღია, მაგრამ თუ ეს იარაღი პაციენტს აზიანებს, მისი მართვა თანამედროვე მედიკამენტებით აუცილებელია.

უსაფრთხოების წესები

არ გამოიყენოთ ასპირინი ბავშვებში: ვირუსის დროს მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში “რეის სინდრომი”.

ჰიდრატაცია უმთავრესია: არცერთი წამალი არ იმუშავებს ეფექტურად, თუ ორგანიზმი გაუწყლოებულია. სვით ბევრი წყალი და ელექტროლიტები.

ნუ შეფუთავთ პაციენტს: ზედმეტი საბნები ხელს უშლის სითბოს გაცემას და ხელოვნურად ზრდის შინაგან ტემპერატურას.

 

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.