პარასკევი, მაისი 1, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიები„ეს იმ ქალს გაუმარჯოს, ორშაბათს დილით ფანჯარაში გადმოდგმულ სანთელს რომ არ ჩააქრობს“...

„ეს იმ ქალს გაუმარჯოს, ორშაბათს დილით ფანჯარაში გადმოდგმულ სანთელს რომ არ ჩააქრობს“ – ნახეთ, ვის გულისხმობდნენ სადღეგრძელოში

იმ ადგილას, სადაც ძია სანდროს ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური იდგა, ახლა ლომბარდია. თავად ძია სანდროს, დიდი ხანია, არც თვალი უჭრის ძველებურად, აღარც ხელი  ემორჩილება, მაგრამ მაინც ყოველ დღე, დილიდანვე  აქეთ მოიჩქარის, ვითომ კვლავ სამსახურში აგვიანდებოდეს. მისი ჯიხური თბილისში ბევრს ახსოვს, კულა გლდანელისა და ქართველი კინოვარსკვლავების ფოტოებით გამოვსებული. მუშაობის პარალელურად, ყოველთვის ისმენდა ხოლმე  ბაბუისა და დიდი ბაბუის  თაობის მონათხრობებს – აქ იცოდნენ ჩამოსხდომაო, მაჩვენებს.

ახლა მეც მათსავით უნდა ვიმუსაიფო თქვენთანო – იღიმება. ჩემ ქალაქზე წინაპრებისგან იმდენი მომისმენია და მინახავს, მაგას როგორ დაგზარდებიო. ინტერვიუზე მთანხმდება, მაგრამ მაინც აზუსტებს  – მერე ხომ დაწერ ძია სანდროს მოყოლილებიაო. აბა რას ვიზამ, სანდრო ბაბუ. დავწერ,  ჩემი რესპონდენტია  თბილისელი და თბილისზე შეყვარებული, უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბიბილაშვილი – ვაფიქსირებ ხმამაღლა. მაშ კარგი, დავიწყოთ შვილო…

– ახლა რომ ტანცი-მანცები და ღამის კლუბებია, უწინდელ თბილისში  როგორ ერთობოდნენ, მე მოგიყვები. მაშინ ღარიბი ხალხის ძირითად გასართობ ადგილს აბანო წარმოადგენდა. შაბათობით ქალები შეკრავდნენ ბოღჩებს, მიდიოდნენ აბანოში, იქ რეცხავდნენ, ბანაობდნენ, ჭორაობდნენ და საქმეებსაც კი აგვარებდნენ. მაგალითად: სადედამთილოები შეიგულებ-შეათვალიერებდნენ ხოლმე სარძლოებს.

ძალიან სერიოზული პროფესია იყო მექისე. ისეთები იყვნენო, – დაგშლიდნენ, აგაწყობდნენ და მადლობასაც ეტყოდიო, მაშა?!. მექისეს ჰქონდა მთელი ოსტატობა, კარგი ძვირად ფასობდა. ძირითადად, თათრები იყვნენ. აბანოებში ქალის მექისეებიცა ჰყავდათ და კაცისაც.

კაცები აბანოში ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ (მთელი თბილისის ამბებს იქ გაიგებდით) და სახლში  დილაობით ბრუნდებოდნენ.

ახლა ერთი ძველი, თბილისური სადღეგრძელო უნდა გითხრათ: „ეს იმ ქალს გაუმარჯოს, ორშაბათს დილით ფანჯარაში გადმოდგმულ სანთელს რომ არ ჩააქრობს.“ ამ ქალში იგულისხმება ცოლი, რომელიც აბანოში წასულ ქმარს ელოდა მთელი ღამით.

კრივი უწინ ძალიან მიღებული იყო, მუშტით და ქვით იცოდნენ. ერთმანეთს კვერცხისოდენა ქვებს ესროდნენ შურდულით, საშინელება იყო. ადამიანები შავდებოდნენ, ზოგი კვდებოდა კიდეც. მერე აკრძალა ქალაქის მთავრობამ. მუშტი-კრივი კიდევ, როგორი იყო იცით? დღეს რომ კრივი გინახავთ ისეთი კი არა, მუშტს მკერდში მოწინააღმდეგეს ცალი ხელით ურტყამდნენ.

READ  „ვერ ავიხდინე ნატვრა…” აზებაიჯანელი ნაჯიბა ბაირამოვას სევდიანი ამბავი

ყეენობა თბილისელებისთვის მიღებული გართობა იყო. ეს თამაში აღა-მაჰმად-ხანის დროინდელია. მასში დედოფალი და ყეენი მონაწილეობდნენ, ამალა მოსდევდათ… ეს ყველაფერი იყო პაროდირებული, ვითომ ხის ხმლებით იბრძოდნენ, საბოლოოდ, ყეენს მტკვარში ჩააგდებდნენ. ამას სდევდა ერთი ხორხოცი და ხალისი. მთელი თბილისი გამოდიოდა ყეენობაზე გახარებული.  საბოლოოდ, ამ ამბავს ქეიფი მოჰყვებოდა ხოლმე. თავიდან ყეენი აღმოსავლურად იყო გამოწყობილი, მერე კი, უკვე მოგვიანებით, გენერლის მუნდირს აცმევდნენ. საბოლოოდ, აკრძალეს. ყეენობაში, ყეენი, მტერთან, დამპყრობელთან ასოცირდებოდა და როგორც ჩანს, დამპყრობელი რადგან სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გვყავდა, ჩაცმულობაც, ამ გასართობი  წარმოდგენის მთავარ გმირს შესაბამისად ეცვლებოდა. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.