ვინ არის ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკების ავტორი , რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

ვინ არის ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკების ავტორი , რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზა­არბრი­უ­კე­ნის (ვო­რონ­ცო­ვის) მო­ე­დან­ზე მდგა­რი ახა­ლი ქან­და­კე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ამ ად­გილს ეს ქან­და­კე­ბა არ შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ეს ძეგლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას.

“ამ “ნაწ­ნა­ვებ­მა” და­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო, დღე­საც ამ ნაწ­ნა­ვებ­ში ვართ გახ­ვე­უ­ლი და ვი­გუ­დე­ბით.ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, ჩრდი­ლო­ე­თის “ნაწ­ნა­ვი” გა­მოდ­გა ყვე­ლა­ზე მგუ­და­ვი და მახ­რჩო­ბე­ლა” – წე­რენ სოცქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

“ადრე, მო­ქან­და­კე და არ­ქი­ტექ­ტო­რი ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ ნე­ბის­მი­ერ სკულპ­ტუ­რა­ზე. მო­ქან­და­კე უშუ­ა­ლოდ ქან­და­კე­ბა­ზე, არ­ქი­ტექ­ტო­რი კი ამ ქან­და­კე­ბის­თვის სივ­რცეს და შე­სა­ბა­მი­სად პრო­პორ­ცი­ებს არ­ჩევ­და. ახლა მო­ქან­და­კე­ე­ბი მარ­ტო მუ­შა­ო­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში. გა­ა­კე­თე­ბენ რა­ღა­ცას, წა­მო­ი­ღე­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­დან და სა­დღაც დად­გა­მენ ხოლ­მე. შე­ე­სა­ბა­მე­ბა სივ­რცეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ ადარ­დებთ. აბა შე­ხე­დეთ გორ­გას­ლის ძეგლის სივ­რცეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ან შე­ხე­დეთ ქარ­თლის დე­დის სივ­რცეს­თან მი­მარ­თე­ბას და შე­ხე­დეთ ამ ქან­და­კე­ბას. ეს ძეგლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია, მარა ძაან უხერ­ხუ­ლად დგას იქ სა­დაც დად­გეს” – წერს “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

402483206-7314666201901383-3629032632536189292-n-57975-1707571057.jpg

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

“ამ მო­ე­დან­ზე ვო­რონ­ცო­ვის ძეგლი რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, ალ­ბათ ასე­თი ამ­ბა­ვი არ მოყ­ვე­ბო­და, რაც ფე­ის­ბუკ­ში ორი დღეა ხდე­ბა” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლია. ნა­მუ­შე­ვარს “დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი” ჰქვია. ხა­ნი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ და­ი­წყო ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვან­მა ქან­და­კე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ლიკა ჭკუ­ა­სე­ლი ქან­და­კე­ბის გახ­სნის შემ­დეგ, გუ­შინ სოცქსელ­ში წერ­და:

“პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რია ირი­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი… დღეს, გახ­სნა­ზე – ყვე­ლა მო­ი­თხოვ­და, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი სულ აქ დარ­ჩეს. (ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე). 1.5 წელი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა და (თუ) ად­გილს შე­იც­ვლის შემ­დეგ – გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გეგ­მე­ბი აქვს მე­რეც.ღა­მის გა­ნა­თე­ბა და­მონ­ტაჟ­დე­ბა მალე ფოტო/ვი­დეო, რე­ცენ­ზი­ე­ბი, სა­ჯა­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაც გზა­შია მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ამ ჯა­დოს­ნურ პრო­ექ­ტზე იმუ­შა­ვა და ვინც დაგ­ვეხ­მა­რა”. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ

შენი განათლება. (2026). ვინ არის ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკების ავტორი , რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა. 26 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/ვინ-არის-ზაარბრიუკენის-მ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ვინ არის ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკების ავტორი , რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network