ვისთვის შემცირდა და გაიზარდა კომუნალური ტარიფები

ვისთვის შემცირდა და გაიზარდა კომუნალური ტარიფები | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის, – ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს.

სემეკ-ის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში  ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისას დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება. შესაბამისი სამთეთრიანი კლება შეეხება რეგიონებსაც.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე. გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკ-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკ-მა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკ-თან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში – 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება“, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

 

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  ამოცანა, რომლის ამოხსნაც ბევრს უჭირს: რა ნიშნები უნდა დასვათ შვიდიანებს შორის, რომ ტოლობა სწორი იყოს

შენი განათლება. (2024). ვისთვის შემცირდა და გაიზარდა კომუნალური ტარიფები. 2 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/ვისთვის-შემცირდა-და-გაიზ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ვისთვის შემცირდა და გაიზარდა კომუნალური ტარიფები [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%96/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network