სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებითვითოპერირების ხუთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა

თვითოპერირების ხუთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა

თვი­თო­პე­რი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხდე­ბა – იქ, სა­დაც ექი­მე­ბი არ არი­ან და ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ამ მე­ტად სა­რის­კო საქ­მე­ზე წა­ვი­დეს…

 

1. ჯერი ნილ­სე­ნი

ჯერი ლინ ნილ­სე­ნი ერ­თა­დერ­თი ექი­მი იყო აშშ-ის ან­ტარ­ქტი­დის სად­გურ­ზე. შემ­თხვე­ვა 1999 წელს მოხ­და. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი უკონ­ტაქ­ტო­ბის შემ­დეგ, ექიმ­მა ნილ­სენ­მა სა­კუ­თარ თავს მკერ­დის კი­ბოს სიმპტო­მე­ბი შე­ა­ტყო. ბი­ოფ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, რა­შიც არა­ვინ დახ­მა­რე­ბია, მისი ვა­რა­უ­დი და­დას­ტურ­და და სად­გუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, ბი­ო­ქი­მისს კურსს ის თა­ვად იტა­რებ­და.

2. ამან­და ფილ­დინ­გი

ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი მხატ­ვა­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და ექიმს, რო­მე­ლიც თა­ვის ქა­ლის ტრე­პა­ნა­ცი­ა­ზე და­თან­ხმდე­ბო­და. მი­ზა­ნი საკ­მა­ოდ მის­ტი­კუ­რი იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე ხში­რად ვლინ­დე­ბა ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ექი­მებს მსგავ­სი პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის არ სჯე­რო­დათ, ამი­ტომ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ. მა­შინ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ­მა მხატ­ვარ­მა გა­და­წყვი­ტა თა­ვად ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ოპე­რა­ცია. ამი­სათ­ვის მას სა­ბურ­ღი აპა­რა­ტი და სათ­ვა­ლე დას­ჭირ­და, რათ სის­ხლის ნა­კადს, ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბის­თვის ხელი არ შე­ე­შა­ლა.

3. დე­ბო­რა სემ­სო­ნი

ამ ამე­რი­კელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ისე­თი რამ გა­ა­კე­თა, რი­თაც რუ­სეთ­ში წლე­ბის შემ­დეგ “კა­ვა­ლე­რის­ტმა” დუ­რო­ვამ გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის დროს მან მა­მა­კა­ცის ტა­ნი­სა­მო­სი მო­ირ­გო და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩა­ერ­თო. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ჭრი­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სხე­ულ­ში ღრმად ჩა­სუ­ლი ტყვია დე­ბო­რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამო­ი­ღო.

4. ევან ონი­ლი

ქი­რურ­გმა ევან ონილ­მა ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა შე­ა­ლია იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ ოპე­რა­ცი­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ნარ­კო­ზი სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის ის აპენ­დი­ცი­ტი­სა და თი­ა­ქა­რის ოპე­რა­ცი­ებს ასა­ხე­ლებ­და და სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ორი­ვე ოპე­რა­ცია თა­ვი­სი ხე­ლით, ნარ­კო­ზის გა­რე­შე გა­ი­კე­თა. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ამ დროს 70 წლის იყო), მას გვერ­დით ასის­ტენ­ტე­ბის ჯარი ედგა.

5. არონ რალ­სტო­ნი

ალ­პი­ნის­ტი არონ რალ­სტო­ნი ლე­გენ­დად იქცა. მას­ზე მოგ­ვი­თხრო­ბენ რო­გორც მხატ­ვრუ­ლი, ისე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი. ერთ-ერთი ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­კუ­თა­რი ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა, შემ­დეგ კი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­კარ­გუ­ლი სის­ხლის მი­უ­ხე­და­ვად, უდაბ­ნო გა­ი­ა­რა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე მი­აღ­წია. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი კი ისაა, რომ არო­ნი დღემ­დე ალ­პი­ნიზ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ახალ მწვერ­ვა­ლებს ახლა უკვე პრო­თე­ზის დახ­მა­რე­ბით იპყრობს.

READ  როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი "ბოლივუდს" რომ გადაეღო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.lady.ru-ს მი­ხედ­ვით.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი