„იმიტომ რომ საჯარო ტუალეტები არ არის, არ ნიშნავს რომ ბავშვებს ქუჩაში აშარდინოთ“ – ექიმი მშობლებს მიმართავს

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ახალგაზრდა ექიმი, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლების მიერ მცირეწლოვნების პირადი სივრცის დაცვის შესახებ საუბრობს.

„ფაქტებით დადასტურებული საკითხი: პატარა ბავშვებმა ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიერონ პირადი სივრცე და პირადი ნაწილები – ამას საქართველოში მშობლები არ იღებთ და არ აღიარებთ ამ ყველაფრის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ბავშვის ფსიქიკაზე! თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას!

• პატარა ბავშვებს უნდა ჩააცვათ საცურაო კოსტიუმი!• პატარა ბავშვებს არ უნდა მოსთხოვოთ „პასპორტის ჩვენება” ა.შ

• პატარა ბავშვების ტუალეტის ტრენინგი იწყება 2 წლიდან! პატარა ბავშვებს სასქესო ორგანოს მოშარდვის დროს არ უნდა უჭერდეთ! მოშარდოს ჩაკუზულმა თუ ბიჭია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

• პატარა ბავშვებს ქუჩაში 2 წლამდე ჩააცვით ქუჩაში პამპერსი!• პატარა ბავშვები ქოთანზე უნდა ისაქმებდნენ პირად სივრცეში და არა საჯაროდ, მაგ: სასტუმრო ოთახში.

• პატარა ბავშვების სასქესო ორგანოები არის პირადი და არ უნდა იყოს საჯარო!• პატარა ბავშვებს არ უნდა შეეხოთ ნებართვის გარეშე (არც მშობლებმა)!

• უცხო ადამიანები სასურველია საერთოდ არ ეხებოდეთ სხვის ბავშვებს!• პატარა ბავშვებს არავინ არ უნდა კოცნიდეს სასქესო ორგანოებზე!

• იმიტომ რომ საჯარო ტუალეტები არ არის, არ ნიშნავს რომ ბავშვებს ქუჩაში აშარდინოთ და დაურღვიოთ ფსიქიკა სამუდამოდ! მენტალობაშია ეს ყველაფერი ნორმალიზებული – “მერე რა ბავშვია, მოშარდოს”. საჯარო ტუალეტების არარსებობით არ მართლდება საჯაროდ ბავშვების მოშარდვით ზიანი რომელიც ბავშვებს ადგებათ! (თუ მხოლოდ საჯარო ტუალეტები შეცვლის თქვენს მენტალობას მაგაზეც ვიზრუნოთ).

• ვინმეს ჰყავს თუ არა ბავშვი არაფერ შუაშია, ეს პრობლემას არ ცვლის; მთავარია ის რომ მშობლობა არის პასუხისმგებლობა და მშობლობა უნდა ისწავლო მშობლობამდე (ესეც სექსუალურ განათლებაში ისწავლება) – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის