“იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია

“იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე არსებულ პეტრე-პავლეს ტაძარში დაბრძანებულია სასწაულთმოქმედი დედაღვთისმშობლის ხატი – “შენ ხარ ვენახი”, რომელიც 1995 წელს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის კურთხევით დაიწერა. როგორც სასულიერო პირი ჰყვება, ხატი დიდი ნუგეშისა და მადლის წყაროა და მან უამრავი სასწაული მოახდინა…

წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი:

1995 წელს ქაშვეთის ერთ-ერთი მრევლთაგანის მიწვევით გახლდით კაბადოკიაში. გიორემის ხეობაში ულამაზესი სანახაობები გადაგვეშალა თვალწინ. იქაურ ტაძართაგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტოკალის ეკლესიამ. ეს გამოქვაბულის ტაძარი თქვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისააო, გვითხრა თურქმა გიდმა, რომელიც გადმოცემით კაბადოკიელი ქართველი იყოო. გადავწყვიტე წმინდა ნინოს პარაკლისი აღმევლინა. სწორედ მაშინ, როცა პარაკლისის აღსავლენად ვემზადებოდი, ჩემი ყურადღება კანკელის კუთხეში მარჯვენა მხარეს მდებარე ღვთისმშობლის ერთ-ერთმა გამოსახულებამ მიიპყრო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს არის ღვთისმშობელი მარიამი ღვთიური ყრმით. ამ ფრესკაზე დედაღვთისას ძალიან ღრმა გამომეტყველება აქვს. თითქოს აწყმოდან მომავალში იმზირებაო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ჩვენთან იყო ხატმწერი ირაკლი ცინცაძე, რომელსაც ვუთხარი: ყურადღებით დააკვირდი და გულის სიღრმეში აღიბეჭდე მშვენიერება ამ ფრესკისა. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით ჩვენ, უნდა შევქმნათ ხატი.

ამ დროს პეტრე-პავლეს ტაძარი იხატებოდა, განზრახული გვქონდა, ქრისტეშობის დღეებში გვეკურთხებინა ახლად შექმნილი ხატი. რამდენადაც გვიანდებოდა, ირაკლის ცოტა არ იყოს მკაცრად ვუთხარი, შეწყვიტე ტაძრის მოხატვა და ეს ხატი დაასრულე-მეთქი. ვთხოვე, ძე ხორციელისთვის არ ეჩვენებინა და არაფერი ეთქვა ამ ხატის შესახებ.

როცა დასრულდა და ხატს ჩამოფარებული თეთრი ზეწარი ავხადე, გავოცდი, ახლად შექმნილი ხატი იმდენად მადლმოსილი იყო, რომ თითქოს კურთხევასაც აღარ საჭიროებდა.

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). “იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია. 14 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/იმ-საღამოსვე-მოახდინა-პი/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

შენი განათლება. (2026). “იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია. 14 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/იმ-საღამოსვე-მოახდინა-პი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network