კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები„ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა - კახა კალაძე

„ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია.

„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით.

„მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება,  მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა – ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი  „სპექტრი”; პროფესიული კოლეჯი  „იკაროსი”; კოლეჯი „მერმისი“; „სქილვილ ედუქეიშენ“; „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“; „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; „ედუსითი გეო“; „ფანტასმაგორია“; „გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; „სქილ ლაბი“.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

იანვარი 26, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი