ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაიცით, რატომ უყვარდებათ ცოლიანი კაცები? - მეცნიერებმა გამოიკვლიეს და მიზეზებიც დაასახელეს

იცით, რატომ უყვარდებათ ცოლიანი კაცები? – მეცნიერებმა გამოიკვლიეს და მიზეზებიც დაასახელეს

ქორწინების რღვევას და ცოლ-ქმრის დაშორებას ძალიან ბევრი და სიღრმისეული მიზეზი აქვს. მრავალ მიზეზს შორის არის ღალატიც, სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის თავშიც ხშირად “სხვა ქალი” და თურმე არც ისე იშვიათად, ცოლის “დაქალიც” დგას.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ძნელია ჭეშმარიტი სიყვარულის „ამოცნობა“, მისი ნდობა და ფრაზა „ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“ ზოგჯერ ძალიან არარეალურად ჟღერს.

ხშირად ხდება, რომ მამაკაცი ოჯახს სხვა ქალის გამო ტოვებს და ისეც ხდება ხოლმე, რომ ეს ქალი არა ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი, არამედ ცოლის სამეგობრო წრიდანაა.

მეცნიერებმა იპოვეს ახსნა, თუ რატომ იზიდავთ ქალებს სხვისი ქმრები.

რა თქმა უნდა, შეიძლება დიდხანს იკამათო იმაზე, რომ შეუძლებელია ზრდასრული მამაკაცი ვინმემ აიძულოს და ჰარმონიული ურთიერთობა დაანგრევინოს: თუ სიყვარული მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ მასში რაღაც არასწორი იყო და ამაში ორივე მხარე დამნაშავეა. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი თანხმდება, რომ ცნობილ სამკუთხედში “საყვარელი” (და ხანდახან ეს “საყვარელი” ცოლის დაქალიცაა ხოლმე) ხშირად აქტიურ როლს თამაშობს. ბიოლოგები და ფსიქოლოგები შეუდგნენ იმის გარკვევას, თუ რატომ ხდება ეს და მათ სიმართლის მარცვალიც იპოვეს.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ხშირად ქალების მეგობრობის საფუძველი ორ ურთიერთგამომრიცხავ პრინციპს ემყარება: მსხვერპლს და კონკურენციას. როდესაც მამაკაცი ირჩევს ერთს, მეორის გონებაში, ეს ხშირად აღიქმება როგორც საკუთარი არასრულფასოვნების მტკიცებულება. ამიტომაც სურს მთელი ძალით დაამტკიცოს, რომ „არავისზე ნაკლები“ არ არის და ეს მამაკაცი თავის მხარეს „გადმოიბიროს“.

ეს ყველაფერი არ არის: ველურ სამყაროზე დაკვირვება მეცნიერებს დაეხმარა სასიყვარულო სამკუთხედების გაჩენის კიდევ ერთი მიზეზის აღმოჩენაში. ცხოველებში მდედრები ხშირად ირჩევენ მამრებს იმის მიხედვით, თუ რომელს ანიჭებენ უპირატესობას უფრო გამოცდილი მდედრები. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

ნოემბერი 7, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

7 ნოემბერი 2024
ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნოემბერი 7, 2024
მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

ნოემბერი 6, 2024
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

ნოემბერი 7, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

7 ნოემბერი 2024
ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ნოემბერი 7, 2024
საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

ნოემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი