შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, რატომ ატარებდნენ ჩინეთში მამაკაცები ნაწნავს გაპარსულ თავზე ?

იცოდით, რატომ ატარებდნენ ჩინეთში მამაკაცები ნაწნავს გაპარსულ თავზე ?

ციურ იმპერიაში იმპერიული ძალაუფლების დაცემამდე არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა კაცს თავის წინა ნაწილი უნდა გადაეპარსა და კეფაზე დატოვებული თმა ნაწნავის სახით ეტარებინა. მამაკაცის ეს ორიგინალური ვარცხნილობა შეგიძლიათ ნახოთ როგორც ძველ ნახატებზე, ასევე ფოტოებსა და ისტორიულ ფილმებშიც. მაშ, საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? რატომ შეცვალეს ჩინელებმა მის მიმართ რამდენჯერმე თავიანთი დამოკიდებულება? და რას ნიშნავდა ზოგადად ნაწნავის ტარება მოპარსულ თავზე? დღეს სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.

თმა ან სიცოცხლე

გაპარსულ თავზე ნაწნავის ტარების ტრადიცია ჩინური არ იყო. მე-17 საუკუნეში ციური იმპერია მანჯუსებმა დაიპყრეს. ისინი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს არ ცდილობდნენ კანონების, რელიგიის შეცვლას ან ძალაუფლების იერარქიის გარდაქმნას. ტახტზე დინასტია შეიცვალა. მანჯურიელი მმართველი ცინის ხაზის იმპერატორების წინაპარი გახდა. დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩინელები ახალ იმპერატორს ბოლომდე დამორჩილებოდნენ.
მანჯურიელი იმპერატორი აისინგიორო სიუანე – ცინის დინასტიის მმართველი. ის ტახტზე 7 წლის ასაკში ავიდა და ქვეყნის მართვა დაიწყო დევიზით: “კანსი” (“წარმატებული” და “გაბრწყინებული”). ამის გამო, იმპერატორი “კანსის” სახელით მოიხსენიება.

ცინის დინასტიამ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ შეძლო რომ ქვეყანა მთელ რიგ შიდა პრობლემებს განიცდიდა. ქვეყანა მძიმე კრიზისში იყო. დამპყრობლებს ციურ იმპერიაში ძალაუფლების მთელი სისტემის გაძლიერება სჭირდებოდათ. მანჯუსებმა ჩინეთში მამაკაცის ახალი ვარცხნილობა გადაწყვიტეს რომ მორჩილების სიმბოლოდ ექციათ. ყველა მათგანს თმა შუბლის ზემოთ უნდა მოეპარსა, უკან კი თმა შეეძლოთ რომ დაეტოვებინათ, თუმცა ის ნაწნავის სახით უნდა ეტარებინათ. ნაწნავის მოჭრა ან სხვა ვარცხნილობის ტარება უკანონო იყო. ნაწნავის მოჭრა ან საჭირო ადგილას თმის მოპარსვაზე უარის თქმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ბუნტის ნიშანი იყო, რაც თავის მოკვეთით ისჯებოდა.

“ნაწნავო, გაიზარდე წელამდე”

თავდაპირველად ნაწნავი ეროვნული სირცხვილის სიმბოლო იყო, ვინაიდან ჩინეთი დამპყრობლებს დაემორჩილა, მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ ადგილობრივები ბედს შეურიგდნენ. შუბლი თმის გარეშე და გრძელი ნაწნავი ციური იმპერიის კულტურული ტრადიციის ნაწილად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ერთგულების სიმბოლოს გამოხატულებად იქცა.

ყოველ 10 დღეში მამაკაცები თავის ნაწილს იპარსავდნენ, კეფაზე ნაწნავი კი სულ უფრო იზრდებოდა, მისი “ბრწყინვალება” თანდათან მამაკაცების სიამაყე გახდა. თუ თმა არ იზრდებოდა ან ნაწნავი მოკლე იყო, მამაკაცები პარიკებს იყენებდნენ, რომლებსაც ცხენის თმას ან შავ აბრეშუმს უმატებდნენ. ჩინელები ტრადიციულ ვარცხნილობას ქვეყნის ფარგლებს მიღმაც ატარებდნენ, თუმცა ხელისუფლების მათ იქ უკვე აღარ ეშინოდათ.

მანჯუსების მიერ ჩინეთის დაპყრობამდე ჩინელები თმას საერთოდ არ იჭრიდნენ და მას ძირითადად ზემოთ აწეულს ატარებდნენ. კონფუციანური მოძღვრება სხეულს მშობლების საჩუქრად განიხილავდა და თმის ჩათვლით სხეულის ყველა ნაწილის შენარჩუნებას გულისხმობდა, თავად გრძელი თმა მამაკაცურობისა და ღვთისმოსაობის სიმბოლოდ ითვლებოდა, მისი შეჭრა კი ბარბაროსობის ტოლფასი იყო.

ნაწნავის ძირში მოჭრა

ნაწნავთან დაკავშირებული მორიგი გადატრიალება ჩინეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. რევოლუციური განწყობები ერთდროულად მიმართული იყო როგორც მონარქიის, ასევე დინასტიის წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ ერთხელ შეახსენეს მისი მტაცებლური ბუნების შესახებ. მტკიცედ განწყობილმა ახალგაზრდებმა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად ნაწნავები ძირში მოიჭრეს. ასე მოიქცა ახალგაზრდა ლიდერი მაო ძედუნიც, როდესაც რევოლუციამ გაიმარჯვა და ჩინეთმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა ცინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა ნაწნავი დემონსტრაციულად მოიჭრა. იმ დროს ტრადიციული ვარცხნილობა ყველაფერი მოძველებულის და ციურ იმპერიაში მისული ნებისმიერი დამპყრობლის წინააღმეგ ადამიანთა მზაობის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით, კულტურული რევოლუციის წლებში, მოკლე ვარცხნილობების გავრცელება ძალის გამოყენებითაც კი დაიწყეს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი