შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, რა ენაზე მეტყველებდა იესო ქრისტე? - წყაროები, რომლებიც პასუხის დადგენაში გვეხმარება

იცოდით, რა ენაზე მეტყველებდა იესო ქრისტე? – წყაროები, რომლებიც პასუხის დადგენაში გვეხმარება

იესო ნაზარეველმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაზე. როგორც ქრისტიანობის მთავარი ფიგურა, მას პატივს მიაგებს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, თუმცა მიუხედავად მისი უზარმაზარი გავლენისა, კითხვა თუ რა ენაზე მეტყველებდა იესო ქრისტე დღემდე საკამათოდ რჩება.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც იმდენად მარტივია. იესოს შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო ბიბლია, ბერძნულ, ებრაულ და არამეულ ენებზე დაიწერა. შესაბამისად, მეცნიერთა აზრით, მაცხოვარი სავარაუდოდ, სამივე ენაზე საუბრობდა, თუმცა ენა, რომელთანაც იესო ნაზარეველი ყველაზე ხშირად ასოცირდება მაინც – არამეულია.

2024050316204886669-1715060480.jpg

არამეული ერთ – ერთი უძველესი სემიტური ენაა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში იესოს დროს საუბრობდნენ. ეს ამ რეგიონის ლინგვა ფრანკა იყო და სრულიად დასაშვებია რომ მაცხოვარი არამეულ ენას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყენებდა, ის რომ მაცხოვარი ამ ენაზე მეტყველებდა ამას ბიბლიის რამდენიმე ციტატაც ადასტურებს.

მაგალითად, მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ იესომ არამეული ფრაზა “ტალიტა ქუმ” წარმოსთქვა, რაც ნიშნავს “პატარა გოგო, გეუბნები, ადექი”. მათეს სახარებაში კი, იესო არამეულად შეჰღაღადებს: “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?”.

რეგიონში არამეულის გავრცელების მიუხედავად, ასევე სავარაუდოა, რომ იესო ქრისტე ბერძნულადაც საუბრობდა. ბერძნული რომის იმპერიაში ვაჭრობისა და კომერციის ენა იყო და მასზე მთელს ხმელთაშუა ზღვის სამყაროში მრავალი ადამიანი საუბრობდა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია რომ იესომ, როგორც დურგალმა და მქადაგებელმა, სხვადასხვა რეგიონის ხალხთან ურთიერთობისთვის ბერძნულიც იცოდა.

2024050316213686669-1715061111.jpg

იმ დროს რეგიონში ასევე ივრითზეც საუბრობდნენ და სავარაუდოა, რომ იესო ებრაულ ენასაც ფლობდა. ივრითი ებრაული დამწერლობის ენა გახლდათ, და სინაგოგებში რელიგიური სწავლებისთვის გამოიყენებოდა, ამიტომ შესაძლებელია რომ იესო ნაზარეველმა ებრაულიც იცოდა, რომელზეც ებრაულ წერილებს კითხულობდა.

ისეთ მრავალფეროვან რეგიონში როგორიც ახლო აღმოსავლეთია, იმ დროს მხოლოდ ერთი ენის ცოდნა შეუძლებელი იქნებოდა. იესო ქრისტე, სავარაუდოდ, რამდენიმე ენაზე საუბრობდა, რათა სხვადასხვა რეგიონისა და კულტურის ადამიანებთან უშუალო კონტაქტის საშუალება ჰქონოდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი