პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგია"მკაცრი აღზრდა დღესაც ბევრ ოჯახშია მიღებული, თუმცა შედეგები მშობლებს აღარ ახარებთ" -...

“მკაცრი აღზრდა დღესაც ბევრ ოჯახშია მიღებული, თუმცა შედეგები მშობლებს აღარ ახარებთ” – როგორ ავზარდოთ გამბედავი, ნებისყოფის მქონე და წარმატებული ადამიანი?

“შვილი მტრულად გაზარდე და მოყვრულად გამოგადგებაო” – ეს მიდგომა დღემდე ცოცხლობს ბევრ ოჯახში. განსაკუთრებით ვაჟების მიმართ ხშირად გამოიყენება ასეთი მეთოდი – ფიქრობენ, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ნამდვილი კაცის აღზრდა, მაგრამ ეს მიდგომა ორივე სქესის ბავშვებს ეხება.

მკაცრი “სპარტანული” აღზრდა ბევრს კარგ ვარიანტად ეჩვენება. მაგრამ როგორ ავზარდოთ გამბედავი, ნებისყოფის მქონე და წარმატებული ადამიანი? ბევრისთვის გაუგებარია, სად უნდა იყოს ზღვარი სიმკაცრესა და წესრიგს შორის. ზოგი ფიქრობს, რომ ჯობია ზედმეტად მკაცრი იყო, ვიდრე ზედმეტად რბილი. სამწუხაროდ, შედეგი მშობლებს ნაკლებად გაახარებს.

მკაცრი აღზრდის შედეგები

ემოციები

ბავშვების მკაცრი აღზრდა ახშობს ემოციებს, უჭირთ მათი გამოხატვა და ყოველთვის იგრძნობენ თავს არასასურველად. “მკაცრმა აღზრდამ სითბოსა და სიყვარულის გარეშე, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ემოციურ ჯანმრთელობას.

პირადი ცხოვრება

ბავშვისგან, რომელიც მკაცრ და ცივ ოჯახში გაიზარდა, შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს თავდაჯერებული, ამბიციური და მიზანსწრაფული ლიდერი. იგი ბევრს მიაღწევს პროფესიულად, მაგრამ გაუჭირდება პირადი ურთიერთობების შექმნა, რადგან ბავშვობაში მისი გრძნობები იგნორირებული იყო.

ასეთ ადამიანს შიგნიდან წუხს შინაგანი კონფლიქტები – მან არ იცის, როგორ მიიღოს ემოციური მხარდაჭერა სხვებისგან და თავად თავს ვერ ეხმარება.

 

თვითშეფასება

სირთულეები ჩნდება თვითშეფასებასთანაც – თუ ბავშვს ბავშვობაში იშვიათად აქებდნენ, იგი ეჭვობს, რომ საუკეთესოს არ იმსახურებს. იხილეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში - ილია მეორე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი