ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
spot_img
მთავარისოციალური პროგრამებიმოგვეხმარეთ გთხოვთ… - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მოგვეხმარეთ გთხოვთ… – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, იმ ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდნენ, რომლებიც თბილისის ქუჩაში ცხოვრობენ და ღამით ღია ცის ქვეშ სძინავთ.

„ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი დამიწერია და გთხოვთ, წაიკითხოთ!

თბილისში ახლა, დაახლოებით, 70 ავადმყოფ და უსახლკარო ადამიანს სძინავს პირდაპირ ქუჩაში. ამათზე მეტი, ნანგრევებში და მშენებლობებში შემძვრალი წევს. რაოდენობა ყოველდღე იცვლება. ამათ, ზოგს თავშესაფარი არ იღებს, ზოგს საბუთები არ აქვს, ზოგს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერც დაელაპარაკებით. ამათი უმრავლესობა პირდაპირ ქუჩაში იღუპება და მათს, ვერც არსებობას გრძნობს და ხედავს ვინმე და ვერც გარდაცვალებას. რა ტანჯვას გადიან, თუ წარმოგიდგენიათ.

ზოგი სადღაც გადახურულში გვყავს შეფარებული, ზოგისთვის სარდაფი ნაქირავები, ზოგი უკვე გამოყარეს პატრონებმა, ზოგს დღე-დღეზე გამოაგდებენ.

რადგან, არსად ამათი ადგილი არ გამოჩნდა, მოხალისეები მთელი გულით ვეცდებით რამე შევცვალოთ და რამდენიმე მაინც გადავარჩინოთ ზამთარს.

გადავწყვიტეთ, სენდვიჩ-პანელებისგან საცხოვრებელი კონტეინერების შეკვრა და რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ადამიანის შესახლება. პირდაპირ კონტეინერის ყიდვა, ერთი ცალი 8 000-მდე ჯდება, ამიტომ მასალას ვიყიდით და ჩვენით ავაწყობთ, მეტი რომ გამოვიდეს. რამდენიმე ადამიანის შესახლებაც რომ მოვახერხოთ, რამდენიმე სიცოცხლეს გადავარჩენთ. ვინმემ თუ იცით კარგი აწყობა, მოგვეხმარეთ გთხოვთ.

მოგმართავთ კომპანიებს, ბიზნესმენებს, მსხვილ საწარმოებს, პოლიტიკოსებს, ბოლო-ბოლო არჩევნები მოდის და მართლა სირცხვილია, ქუჩაში ამდენ ხალხს ეძინოს ამ პატარა ქვეყანაში. თქვენგან ფული არ გვინდა, უბრალოდ მასალა იყიდეთ და ჩვენით ავაწყობთ და დავდგამთ და შევასახლებთ.

დანარჩენებმა, ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა, მომეხმარეთ, ერთად დავიწყოთ ეს საქმე და რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ადამიანი გადავარჩინოთ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016

PayPal – Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

ყველაფერი გამოგვივა“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ცნობილია, ვის უფინანსებს მერია სწავლას და როგორ უნდა ჩაეწეროთ პროგრამაში
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი