შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუ"მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ბევრად უფრო თავდაჯერებულია და მაღალი აკადემიური...

“მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ბევრად უფრო თავდაჯერებულია და მაღალი აკადემიური მოსწრებაც აქვს”

ნათია უჩავა დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელია. ის უკვე 11 წელია, მასწავლებლად მუშაობს. ამჟამად თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ასწავლის, მოსწავლეებთან ერთად არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათთვის საინტერესო და სახალისო რესურსებს ქმნის და ცდილობს, საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებზე ორიენტირებული გახადოს. ნათია საკუთარი გამოცდილებისა და იმ სირთულეების შესახებ გვესაუბრება, რომლებსაც პროფესიაში აწყდება:

 

– ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის დროს მივიღე. არ მახსენდება კონკრეტული მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა… ალბათ, უფრო შინაგანი ხმა იყო, რომელსაც მოვუსმინე. ზოგჯერ, ვფიქრობ ხოლმე, რომ მასწავლებლობა გენეტიკურია, რადგან ბაბუაჩემიც მასწავლებელი იყო.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე რთული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობაში?

– დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოდუნებისა და დაღლის უფლება არ აქვს. მოთმინებითა და სიყვარულით უნდა იყოს სავსე, თუ უნდა, რომ შედეგზე გავიდეს. სამწუხაროდ, ბავშვებს სასკოლო მზაობა ხშირად არ აქვთ. გვიწევს დამატებით იმ საკითხებზე მუშაობა, რაც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს. ამაში კი საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია იხარჯება.

– რა უნარებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, რომ მოსწავლეების დაინტერესება შეძლოს?

– დაწყებითი კლასის მასწავლებელს სულ სხვა სპეციფიკა აქვს – როცა დაწყებით საფეხურზე შედიხარ, იდეებით და ფანტაზიებით სავსე უნდა იყო. ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეს ბავშვები. სხვანაირად უბრალოდ ვერ იმუშავებ…

– თავად რა გეხმარებათ ყველაზე მეტად?

– არ მიყვარს ერთფეროვნება. შესაბამისად, სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი საგაკვეთილო დღეები მრავალფეროვანია. არც იდეების ნაკლებობას ვუჩივი. სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ეს განწყობა კი ძალიან მეხმარება.

– რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი რესურსების მოძიება, მოსწავლისათვის გაზიარება – შედეგის თვალსაზრისით, ეფექტურია?

– მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია. მოსწავლეს მუდმივად უნდა შესთავაზო იმაზე მეტი, რაც სახელმძღვანელოში გხვდება. თავად ვქმნი მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მოგეხსენებათ, დაწყებით კლასში თვალსაჩინოებებით სწავლებას დიდი ადგილი უჭირავს, შესაბამისად მასწავლებელმა უწყვეტ რეჟიმში უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს განსხვავებული რესურსები,რათა მათი ყურადღება არ მოდუნდეს. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი