ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება„მღვდელს ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული...“ - სასწაული, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში...

„მღვდელს ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული…“ – სასწაული, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში მოხდა

ერთ-ერთ ტაძარში მღვდლის გარდაცვალების გამო მისი ადგილი სხვა მღვდელმსახურმა დაიკავა, მაგრამ, მრევლის საუბედუროდ, ახალდანიშნული მღვდელიც, პირველივე მსახურების შემდგომ, რამდენიმე დღეში აღესრულა…

ტაძრის წინამძღვრად ახალი მოძღვარი დაინიშნა, რომელიც ტაძარში მივიდა, გარდაცვლილი მოძღვრის საქმეები გადაიბარა და პირველსავე კვირას ტაძარში საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად მოემზადა.

როგორც კი საკურთხეველში შევიდა, შიშის ზარმა შეიპყრო: – სამეუფო ტახტის ახლოს მისთვის უცნობი, სრული საწინამძღვრო სამოსით მორთული მღვდელი იდგა, რომელსაც ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული…

უაღრესად დაბნეულმა მოძღვარმა როგორღაც გონება მოიკრიბა, სულით განმტკიცდა და ღვთისმსახურება ისე დაიწყო, ვითომც არაფერი მომხდარიყო…

როგორც კი წირვა დასრულდა, მოძღვრის გასაოცრად, მოჩვენება უხილავ იქმნა… საგონებელში ჩავარდნილი მღვდელი მიხვდა, რომ გამოცხადებული ღვთისმსახური ცოცხალთა შორის აღარ ეწერა, მაგრამ იმას კი ვეღარ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა ასეთი საშინელი სახით გამოცხადება… ერთი რამ კი შენიშნა, რომ უცნაური მოჩვენება მთელი ლიტურგიის განმავლობაში მდუმარებდა, მაგრამ დროდადრო დაბორკილ ხელებს მაღლა ასწევდა და ახალ მღვდელმსახურს საკურთხევლის ერთი ადგილისაკენ მიუთითებდა, სადაც, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო…

იგივე განმეორდა მეორე წირვისასაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახალმა მოძღვარმა მეტი ყურადღება მიაქცია მითითებულ ადგილს…

მოულოდნელად მღვდელმა კუთხეში, წმინდა სამსხვერპლოს სიახლოვეს, იატაკზე პატარა, ძველი ტომსიკა დაინახა… როდესაც პირი მოხსნა, იხილა მცირე ზომის ფურცლები, რომლებზეც მოსახსენიებლად ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელები ეწერა… ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებსაც მრევლი, ჩვეულებისამებრ, პროსკომიდიისას შეგზავნის ხოლმე სამკვეთლოში.

მღვდელმა უფლისაგან გულისხმაჰყო, რომ ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებიც მისმა წინამორბედმა და აწ ტყვედქმნილმა ძმამ თავის დროზე ან უდებების, ან უყურადღებობის გამო წაუკითხავი დატოვა…

იწყო თუ არა გულისხმიერმა მოძღვარმა საღვთო მსახურება, უპირველეს მოვალეობად ჩათვალა, რომ კვეთისას ყველა იმ ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები მოეხსენიებინა, რომლებიც ნაპოვნ ფურცლებს შეენახა და მოხდა საოცრება: – როგორც კი კითხვა დაასრულა, საიქიოდან მოსულ სტუმარს ხელ-ფეხიდან ჯაჭვები ძირს ძგრიალით დასცვივდა, თავად ის კი უსიტყვოდ და მოწიწებით მიუახლოვდა მოძღვარს, მადლობის ნიშნად მუხლებში ჩაუვარდა და იმ წამსვე უჩინო იქმნა…

READ  CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

წყარო

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.