თბილისის მერის უმცროსი ვაჟი უკვე პირველკლასელია. ნიკოლა კალაძე დედ-მამასთან და ძმასთან ერთად წავიდა სკოლაში. თუმცა როგორც ვიდეოზე ჩანს, არც ისე დიდი სურვილით და როგორც პირველკლასელების უმრავლესობამ, მანაც ვერ დამალა ემოციები.
კადრებს სოციალურ ქსელში ანუკი გვიზიარებს.
უსაყვარლეს ბიჭს საზოგადოებამ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა:
„საყვარელო. ნიკოლა. წარმატებები. როგორ მიყვარხარ. მიხარია თქვენი დანახვა. იხარეთ“…„როგორი საყვარელია, წარმატებული სასწავლო წელი“.
