ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარაზე მიგვანიშნებს ფურცელზე გაუცნობიერებლად სხვადასხვა ფიგურების ხატვა? - ფსიქოლოგების ახსნა

რაზე მიგვანიშნებს ფურცელზე გაუცნობიერებლად სხვადასხვა ფიგურების ხატვა? – ფსიქოლოგების ახსნა

ფსიქოლოგები და გრაფოლოგები, რომლებიც ადამიანების ხასიათს ხელნაწერის საშუალებით სწავლობენ, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით უბრალო ნახატებს ჩვენს პიროვნებასა და განწყობაზე ბევრი რამის თქვა შეუძლიათ. თემის შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” მოამზადეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა ფიგურას, რასაც ფურცელზე გაუცნობიერებლად ვხატავთ, საკუთარი მნიშვნელობა აქვს და ჩვენს ხასიათსა და განწყობებს გადმოსცემს:

ვარსკვლავები – როგორც ფსიქოლოგები და გრაფოლოგები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავებს გაუცნობიერებლად ხატავენ, ოპტიმიზმით გამოირჩევიან. სირთულეების დროს ისინი მარტივად არ ნებდებიან და წარმატებისკენ მუდმივად მიისწრაფვიან. ისინი ვარსკვლავივით კაშკაშა ადამიანები არიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ფურცელზე ვარსკვლავებისაგან მოშორებით რაიმე სახის ფიგურას დავხატავთ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში წარუმატებლობის შიში გვაქვს და საკუთარ ძალებში ეჭვი გვეპარება.

გულები – ადამიანები, რომლებიც გულებს ხატავენ, გრძნობებით იმართებიან. ამ ყველაფერს ხშირად მალავენ. რეალურად, მზად არიან, სითბო გარშემომყოფებს თანაბრად გაუნაწილონ, მაგრამ გამოხატვას ერიდებიან. როდესაც გულის ზომა დიდია, აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი განსხვავებაა – რას გამოხატავენ და რას გრძნობენ რეალურად.

ხელმოწერა – ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ხელმოწერას ტოვებენ, საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვართ. ეს ადამიანები თავიანთ თავს, შესაძლებლობებს აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.

მზე, ყვავილები, ცა და ღრუბლები – ერთ კატეგორიაში ერთიანდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ნახატები ავტორის მეოცნებე ბუნებაზე მიუთითებს. ასეთი ნამუშევრები ჰარმონიასთან და სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ ადამიანებს სხვების დახმარება ძალიან უყვართ, არიან ემოციურები და მგრძნობიარეები. ფსიქოლოგების თქმით, თუ ყვავილებს ლარნაკში ვხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ენერგიის წყარო გვჭირდება.

გეომეტრიული ფიგურები: კვადრატები, რომბები, სამკუთხედები – ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ფიგურებს ხატავენ, საკუთარი აზრის პირდაპირ და შეულამაზებლად თქმა ახასიათებთ. ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან და საკმაოდ პრაქტიკული აზროვნება აქვთ. როგორც გრაფოლოგები ამბობენ, თუ თქვენ მიერ დახატული ფიგურები სიმეტრიულია, ესე იგი წესრიგის მოყვარული ხართ. თუ გეომეტრიულ ფიგურებს მახვილი კუთხეები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში აგრესიისკენ ხართ მიდრეკილი.

READ  „გარდაცვალების მეორე დღეს დედამ მკითხა, გამაგებინე, რატომ მიზის აქ ორი დღეა ჯანსუღიო“ – თაკო ჩარკვიანის ემოციური ინტერვიუ

ციფრები – ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში მატერიალურ საკითხებზე ხართ კონცენტრირებული. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასე გამოისახება.

წრეები – როგორც საერთაშორისო ფსიქოლოგები ამბობენ, თუ გაუცნობიერებლად წრეებს ხატავთ, იმ მომენტში ყველაზე მეტად ყურადღება, მზრუნველობა გაკლიათ. ასეთ დროს ადამიანები ყველაზე მარტოსულად გრძნობენ თავს.

ხეები – თუ ადამიანები წვრილ, შიშველტოტებიან ხეებს ხატავენ, ესე იგი ისინი მოწყენილები და დაბნეულები არიან. თუ ხეები შეფოთლილი, მწვანე -ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანები ენერგიულები, სიცოცხლის მოყვარულები არიან.

სახლები – პერფექციონისტი ადამიანები სახლებს ხატავენ. ასეთ ადამიანებს სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. საკმაოდ ჯიუტები არიან, მიღებულ გადაწყვეტილებას თითქმის არასდროს ცვლიან.

ცხოველები – იმ კონკრეტულ მომენტში, რა სულიერ არსებასაც გამოვსახავთ ფურცელზე, იმ დროს ისეთ განწყობაზე ვართ. თუ მგელს ვხატავთ, ესე იგი გაბრაზებულები ვართ. თუ კურდღელს ვხატავთ, მზრუნველობა გვჭირდება. ლომს თუ ვხატავთ, ესე იგი ენერგიის მოზღვავებას განვიცდით.

ჯვრები და იქსები – როდესაც ჯვრებსა და იქსებს ვხატავთ, ცხოვრების იმ ეტაპზე დანაშაულის შეგრძნება გვაქვს. შესაძლოა, ვიღაცას დანაპირები ვერ შევუსრულეთ ან საკუთარი თავით ვართ უკმაყოფილო.

ტალღები, სპირალები და ორნამენტები – ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ დროს ადამიანებს საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებთ. არ უყვართ, როდესაც სხვები მათ საქმეში ერევიან.

ჭადრაკის დაფა – თუ ადამიანი ჭადრაკის დაფას ხატავს, ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ძალიან ჩამოუყალიბებელია. ბევრი აზრი აქვს თავში და როგორც ჭადრაკის შავ-თეთრი ფიგურები, ისე იცვლება იდეები და აზრები. თუმცა, შემდგომ მათი აზრები ფიგურებივით ლაგდება და გონება იწმინდება. როცა რაღაც გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს ან არეულები ვართ, როგორც წესი, სწორედ ამ დროს ვხატავთ ჭადრაკის ფიგურებს.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  „ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან?

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkim

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.