რატომ არ შეიძლება ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის მრავლჯერადი გამოყენება – ექიმის განმარტება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პლასტმასის ბოთლების არასწორი გამოყენება სერიოზულ ჯანმრთელობრივ რისკებს შეიცავს. ისწავლეთ, როგორ დაიცვათ თქვენი და ოჯახის ჯანმრთელობა უსაფრთხო ჭურჭლის არჩევით.

„პლასტმასის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენება ქალის და მამაკაცის ორგანიზმში შვილოსნობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის“ – ამის შესახებ ექიმი მარი მალაზონია საუბრობს.

„სწორედ ბისფენოლ A-ს აქვს ასეთი უცნაური თვისება – ის ძალიან ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს. ამიტომ ის მიმსგავსებულია ქალის სასქესო ჰორმონთან და ამ მიზეზით ახერხებს ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი შეცდომაში შეიყვანოს და ამით პრობლემები შექმნას – როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში, შვილოსნობასთან დაკავშირებით. ერთი უმცირესი დეტალი, ერთი ნივთიერება, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ჩვენს გამრავლებაში. თითქოს უწყინარ პროდუქტში – ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლში, რომელსაც მრავალჯერადად გამოვიყენებთ, არ გადავაგდებთ და არ შეველევით.

მაგალითად, ძმრის ჩასასხმელად, ტყემლის ან ღვინის შესანახად. ასეთ შემთხვევაში ბისფენოლი აუცილებლად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში“, – ამბობს მარი მალაზონია.

 

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
READ  „მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა პეტრე მორიგ ლექსს კითხულობს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის