შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირატომ ატარებენ ებრაელები ბეწვის უცნაურ ქუდს

რატომ ატარებენ ებრაელები ბეწვის უცნაურ ქუდს

ებრაული ტრადიცია მოითხოვს რომ ყველა ებრაელმა თავდახურული იაროს, ამიტომ ისინი ხშირად შეიძლება თავზე კიპით იხილოთ, მაგრამ არიან ებრაელები, რომლებიც კიპას გარდა, თავზე უზარმაზარ ბეწვის ქუდებსაც ატარებენ. რისთვის? ამ ქუდს “შტრაიმლი” ეწოდება. მას ყველა ებრაელი არ ატარებს. “შტრაიმლი” ყველაზე გავრცელებული ჰასიდებს შორის არის, ისინი მას როგორ წესი, შაბათს და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ.

ჰასიდიმები – რაბინული იუდაიზმის ერთ – ერთი სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოიშვა და ღმერთის ემოციურ შეცნობაზე აქცენტირებს. “შტრაიმლს” ასევე ლიტველებიც ატარებენ – ის უედეველები, როგორც წესი, ლიტვის დიდი საჰერცოგოდან არიან წამოსული. ჰასიდიზმისგან განსხვავებით, ლიტველები აქცენტს თალმუდის ინტელექტუალურ შესწავლაზე აკეთებდნენ და არა ემოციურ განცდებზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ “შტრაიმლს” მხოლოდ მამაკაცები ატარებენ. ისინი ქუდს ჩვეულებრივ ქორწილის ან ბარ -მიცვას შემდეგ ატარებენ. ბარ-მიცვა – იუდაიზმში სრულწლოვანების მიღწევას ნიშნავს.

“შტრაიმლის” მოკლე ისტორია

რაბინი შიმონ სოფერი და რაბინი მენაჰემ მენდელი ვიტებსკიდან

“შტრაიმლის” წარმოშობის ერთი ვერსია არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება, სადაც ლიტველები და ჰასიდიმები წარმოიშვნენ. საყოველთაოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებმა თავადაზნაურობის თავსაბურავების ფორმა საკუთარ თავზე მოირგეს. ეს დაახლოებით მე-17 საუკუნეში მოხდა, როდესაც ბეწვის ქუდები გავრცელებული იყო მონარქებს, მთავრებს, ბოიარინებსა და დიდებულებს შორის.

სხვა ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებს საჯარო დამცირების მიზნით ცხოველის კუდი უნდა ეტარებინათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ქუდი თავიანთი სიამაყის სიმბოლოდ აქციეს. სავარაუდოა, რომ ებრაელები უბრალოდ იმდროინდელ მოდას მიჰყვებოდნენ, ვინაიდან მათი ჰასიდელი და ლიტველი მასწავლებლები “შტრაიმლებს” ატარებდნენ, ამიტომაც მათ მიბაძეს და გადაწყვიტეს თავიანთი მასწავლებლების ვიზუალური იმიჯი კულტად ექციათ.

ებრაული ბეწვის ქუდების სახეობები

გალიციელი, უნგრელი და რუმინელი ებრაელების მიერ “შტრაიმლი” ტრადიციულად შავი ხავერდის ნაჭრისგან იქმენოდა, გარშემო შემოვლებული ბეწვით. ბელორუსელი ჰასიდიმებისთვის კი ხავერდს თეთრი ფერი ჰქონდა, როგორც ეს რაბინ მენაჰემზე ჩანს ზემოთ მოცემულ ფოტოზე. “შტრაიმლების” გარდა ებრაელები ატარებენ სპოდიკებს და კოლპიკებს. ესენი ასევე ბეწვის ცილინდრული ქუდებია, რომელთაც “შტრაიმლისგან” გარკვეული განსხვავებები გააჩნიათ.

და მაინც რისთვის ატარებენ ებრაელები ასეთ ქუდებს?

ებრაელები ამ ფორმის ქუდებს არა მხოლოდ სილამაზისთვის ატარებენ. “შტრაიმლს”, “სპოდიკს” და “კოლპიკს” რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ებრაული კანონის მიხედვით, საკმარისია თავის მხოლოდ კიპით დაფარვა. კიპა – გახლავთ პატარა ნაჭრის ქუდი, რომელიც კეფაზეა განთავსებული. ებრაელები ბეწვის ქუდს კიპას ზემოდან ატარებენ, რათა საკუთარ თავს უფრო სასულიერო პირის სტატუსი მიანიჭონ, როგორც ცნობილია ქუდს შაბათს და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ.

გვირგვინის მსგავსად “შტრაიმლის” ტარება დღესასწაულის პატივისცემის ნიშანია. “შტრაიმლი” საკმაოდ ძვირი ღირს, მისი ფასი მხოლოდ 1, 5 ათასი დოლარიდან იწყება, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ სპეც შეკვეთით – სიასამურის, კვერნას, წაულას, თახვისა და ნაცრისფერი მელას ბეწვისგან მზადდება. მდიდარ ებრაელებს ორ სახის “შტრაიმლი” აქვთ. ერთი იაფასიანი, მეორე კი – ძვირიანი. იაფასიანს ებრაელები ცუდ ამინდში ატარებენ, და ასევე იმ სიტუაციებში, როცა ქუდის დაზიანების საფრთხე დიდია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი