შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირა ენაზე საუბრობდა სტალინი არასაქმიანი შეხვედრების დროს და რატომ არ აწერდა ხელს...

რა ენაზე საუბრობდა სტალინი არასაქმიანი შეხვედრების დროს და რატომ არ აწერდა ხელს ქართულად

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დიდი ბელადი იოსებ სტალინი კარგა ხანია, ცოცხალი აღარ არის და საბჭოთა კავშირიც უკვე დიდი ხანია, დაშლილია, მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ზოგს გორში დაბადებული ლიდერის საყვარელი ქალები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მმართველობის პერიოდი აინტერესებს.

ჩვენ შევეცადეთ წყროებში მოგვეძიებინა, თუ რა ენაზე საუბრობდა იოსებ სტალინი მაშინ, როცა გარემოცვაში რუსები არ ჰყავდა…

რუსული აქცენტით, დაბალი ტონითა და ნელა მოსაუბრე ბელადის შესახებ საინტერესო ცნობები გელა ჩარკვიანმა საკუთარ წიგნში – „ინტერვიუ მამასთან“ აღბეჭდა. ამ წიგნმა უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები დააინტერესა, რადგან გელა ჩარკვიანის მამა, კანდიდ ჩარკვიანი პირადად იცნობდა იოსებ სტალინს და მას უამრავჯერ შეხვედრია.

კანდიდ ჩარკვიანი იყო საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 15 წლის განმავლობაში.

„კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, იმ ეპოქას, როცა უზარმაზარ საბჭოთა იმპერიას და, ფაქტობრივად, მთელ ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკს ორი ქართველი მართავდა – ბელადი იოსებ სტალინი და მისი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების უზადო შემსრულებელი – ლავრენტი ბერია. დამეთანხმებით, სიტუაცია უნიკალურია და ალბათ აღარასდროს განმეორდება“, – ვკითულობთ გელა ჩარკვიანის წიგნში.

წიგნში ნათქვამია, რომ სტალინმა ძალიან მაღალ დონეზე იცოდა ქართული ენა და მშობლიურ ენაზე კარგადაც საუბრობდა. თუ ირგვლივ რუსები არ იყვნენ, ის ყოველთვის ქართულად საუბრობდა და თუ სხვა ნაციონალობის ადამიანები იმყოფებოდნენ, სტალინი ამბობდა: „ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებ ენაზე“. საქმიანი საუბრები, ძირითადად, რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა რუსული ტერმინოლოგიის შერჩევა მისთვის რთული იყო.

რუსულისა და ქართული ენის გარდა, დიდი ბელადი გერმანულ ენასაც სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოსკოვში ცხოვრობდა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა თბილისში ძველ მეგობრებთან, მათ შორის, ალიოშა სვანიძესთან, რომელიც სტალინის პირველი მეუღლის, ეკატერინე სვანიძის ძმა იყო.

სტალინს უყვარდა ქართული ლიტერატურა და მუდმივად კითხულობდა, მათ შორის, იმ წიგნებსაც, რომელსაც საქართველოს ცკ-დან უგზავნიდნენ. სტალინს ძალიან მოსწონდა დავით კლდიაშვილი. იხილეთ სრულად

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი