შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირა იყო სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება? - იდუმალებით მოცული ამბავი,...

რა იყო სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება? – იდუმალებით მოცული ამბავი, რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება

მკვლევარებს ბევრი კითხვა უჩნდებათ როდესაც სტალინის იმ ბოლო ბრძანებას განიხილავენ, რომელიც მან საკუთარი დაცვის წევრებს მისცა. ეს გახლდათ ატიპიური საქციელი ისეთი ლიდერისგან, რომელსაც ყველაფერში წესრიგი უყვარდა. საიდუმლო არავისთვის იყო რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტალინი თავის სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც უსაფრთხოების დონე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო მცველების თვალსაზრისით კრემლისასაც კი არ ჩამოუვარდებოდა.

გარდაცვალების წინა დღეს სტალინი თავს კარგად გრძნობდა. თანამედროვეთა და პირადი ასისტენტის თქმით, ის მხიარული და ხალისიანიც კი იყო. იმ დღეს მის სანახავად მალენკოვი, ბერია, ხრუშჩოვი და ბულგანინი მივიდნენ. მათთვის საგანგებოდ ღვინოც კი იყო შეკვეთილი.

სტალინის პირადი თანაშემწის ლოგაჩოვის თქმით, სტუმრები მხოლოდ დილისკენ დაიშალნენ. რეზიდენციაში ასევე იმყოფებოდა პირადი დაცვა და დიასახლისი ბუტუსოვა.

გვიან ღამემდე სტალინის ოთახში არავინ შესულა. მოგვიანებით კი ის საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ექსპერტების აზრით, სტალინი მოწამლეს. ის რომ ის დაცვას უშვებდა მხოლოდ ხრუსტალიოვს ჰქონდა გაგებული, ამიტომ ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინს ასეთი სიტყვები საერთოდ არ უთქვამს.

ისტორიკოსს კოსტინის ვერსიით, რომელიც მის წიგნშია გადმოცემული, ბერიას ბრძანებით თავად ხრუსტალიოვმა ჩაასხა წყლის ბოთლში ნელი მოქმედების შხამი. კიდევ ერთი არგუმენტი ამ ვერსიის სასარგებლოდ ხრუსტალიოვის უეცარი სიკვდილი გახლდათ. სრულიად ჯანმრთელი სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოს თანამშრომელი მოულოდნელად გაურკვეველი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სტუმრების გაცილების შემდეგ, სტალინმა თითქოსდა დაცვის წევრებს დასაძინებლად წასვლა უბრძანა, უთხრა რა რომ ისინი თავისუფლები იყვნენ ვინაიდან მათ საჭიროებას ვერ ხედავდა. სტალინის ბრძანება უჩვეულო იყო, თუმცა დაცვამ მისი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა და დასაძინებლად გაემართა. სტალინი რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე სრულიად დაუცველი იყო.

სტალინის გარდაცვალება დღემდე არაერთ კითხვას ბადებს და ისეთი განცდა იქმნება რომ ამ კითხვას პასუხი კიდევ დიდი ხანი ვერ გაეცემა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი