შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიარეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს. როგორც რეპროდუქტოლოგი აღნიშნავს, თუ ამ სქემის მიხედვით იკვებებით, ჭარბი წონის შემთხვევაში, წონის დაკლება გარანტირებული გაქვთ, ხოლო თუ ნორმალური წონა გაქვთ, მას შეინარჩუნებთ.

„დღეში უნდა იკვებოთ 4-ჯერ. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 საათი.

ვთქვათ, ისაუზმეთ, გავიდა 3-4 საათი, წახემსების დრო დადგა, მაგრამ არ გშიათ, ამ შემთხვევაში, მაინც უნდა იკვებოთ.

პირველი კვება არის ის, რაც გსურს, იმიტომ, რომ ადამიანს არ შეიძლება ზედმეტი სტრესი მიაყენო და არ შეიძლება ჩარჩოებში მოაქციო, ამიტომ, პირველი კვება მიირთვით რაც გსურთ, რაც გესიამოვნებათ და რაც გიყვართ.

წახემსება არის ყველაზე კარგი დრო იმისთვის, რომ მიირთვათ ხილი. ხილთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო, მაწონი, კეფირი, თხილი, ცოტა შოკოლადი, ან ყავა.

წახემსებიდან 3-4 საათის გასვლის შემდეგ უკვე დგება სადილის დრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რომც არ გშიოდეთ, მაინც უნდა ჭამოთ. მნიშვნელოვანია, რომ სადილი იყოს გემრიელი და ისეთი, როგორიც თქვენ მოგეწონებათ.

სადილი უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი კომპონენტისგან: ნახევარი თეფში უნდა იყოს ბოსტნეული, რაც თქვენ გნებავთ: პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, მწვანილები, სალათის ფურცლები – რაც მოგესურვებათ, ეს შესაძლოა იყოს შეზავებული ზეთით, ძმრით, სოიოს სოუსით, მარილით, წიწაკით და ა.შ.

თეფშის ერთი მეოთხედი უნდა იყოს ცილა: ნებისმიერი ხორცეული ან კვერცხი.

თეფშის შემდეგი ერთი მეოთხედი უნდა იყოს ნახშირწყლები – ეს შეიძლება იყოს პური, წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი.

მეოთხე კვება ეს არის ერთი ჭიქა კეფირი, მას შეგიძლიათ შეურიოთ რამდენიმე კოვზი ჩია, მაგრამ ეს უნდა მოამზადოთ 2-3 საათით ადრე, რომ საღამოს მზად იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კვებები, დღის განმავლობაში, დროის თვალსაზრისით სწორად იყოს გადანაწილებული. დღის ბოლო კვება, მაქსიმუმ, 20:00 საათზე უნდა იყოს.

კვებებს შორის არ უნდა მიირთვათ არაფერი წყლის გარდა, ასევე შეგიძლიათ უშაქრო ყავა და ჩაი, თუმცა არანაირი სასუსნავი. დამერწმუნეთ, თუ გაქვთ ჭარბი წონა და ამ ფორმულის მიხედვით იმოქმედებთ, აუცილებლად დაიკლებთ და წონის კლებას სულ რაღაც 4-5 დღეში იგრძნობთ“, – აღნიშნავს რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი