ირგვლივ ყველა გვასწავლის, რომ სახლიდან, არასაჭირო ნივთებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და მოვიშოროთ გარკვეული ნივთები ყოველგავრი სინანულის გარეშე და ჩვენც სრულიად ვეთანხმებით ხოლმე ამას: ნაგავი სანაგვეში უნდა იყოს! თუმცა, ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ არის რაღაცები, რომელთა გადაყრა კატეგორიულად აკრძალულია.
პური
ზოგადად, ნებისმიერი საკვების გადაყრა არ არის კარგი, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ რჩება. პურის გადაყრა აბსოლუტურად არ შეიძლება. პური კეთილდღეობის, წესრიგისა და კმაყოფილი ცხოვრების სიმბოლოა. თუ პური გაფუჭდა, ჯობია ჩიტებს ან ცხოველებს გავუზიაროთ.