ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი" - თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის...

“ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი” – თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის “გემრიელი ბიზნესი”

ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ლე­ვან ცა­გუ­რია თე­ლავ­ში გა­ვი­ცა­ნი და იქვე მო­მი­წია მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი ყვე­ლის გა­სინ­ჯვამ, რო­მელ­ზეც დიდი მო­თხოვ­ნაა. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია, თუმ­ცა დღეს მე­უღ­ლე სო­ფიო გორ­გა­ძეს­თან ერ­თად 12 და­სა­ხე­ლე­ბის ყველს აწარ­მო­ებს. ოჯახ­მა 2009 წელს დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში და­სახ­ლდა. დღეს მათ თე­ლავ­ში ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც სო­ფოს და ლეოს…

სო­ფიო გორ­გა­ძე პრო­ფე­სი­ით თე­ატ­რის მხატ­ვა­რია, ასე­ვე სპორ­ტის ოს­ტა­ტი ცხე­ნოს­ნო­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, მან თა­ვის ქა­ლიშ­ვილ ლიზა რუ­რუ­ას­თან ერ­თად გა­ი­მარ­ჯვა შო­უ­ში “ჩემი სამ­ზა­რე­უ­ლოს წე­სე­ბი” და 50.000 ლარი მო­ი­გო. ლე­ვან ცა­გუ­რია გვი­ამ­ბობს მათი ოჯა­ხის სა­მე­წარ­მეო ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შემ­თხვე­ვით და­ი­წყო.

– სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან კა­ხეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ გვქო­ნია – ეს კუ­თხე გვიყ­ვარს ძა­ლი­ან და ერთხე­ლაც, უბ­რა­ლოდ, თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მოგ­ვინ­და. თან, ეტყო­ბა, ასა­კიც თა­ვი­სას შვრე­ბა – მო­დის დრო, როცა გჭირ­დე­ბა სი­წყნა­რე, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე და ამ გა­რე­მო­ში აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

– კა­ხე­თი რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

– თე­ლა­ვი კა­ხე­თის ცენ­ტრია, საოც­რად კარ­გი ქა­ლა­ქია, ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი. ამას­თან, მე­გობ­რე­ბიც მყავ­და აქ. ასე რომ, უცხო გა­რე­მო­ში არ მოვ­ხვედ­რილ­ვარ. ბევ­რი ად­გი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ბო­ლოს­ სო­ფე­ლი შა­ლა­უ­რი მოგ­ვე­წო­ნა. თე­ლავ­თან ახ­ლო­საა და ფან­ტას­ტი­კუ­რი ხე­დია­ აქე­დან.

 

– თა­ვი­დან­ვე ფიქ­რობ­დით, რომ სო­ფელ­ში­ ყვე­ლის ამოყ­ვა­ნას და­ი­წყებ­დით?

– არა… ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი. აქ რომ გად­მო­ვე­დით, ერთი წელი არ იყო გა­სუ­ლი, რომ ცხე­ნი გვა­ჩუ­ქეს. მერე თავ­ლა ავა­შე­ნეთ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ვა­წყვეთ. სხვა მე­გო­ბარ­მა ძრო­ხა გვა­ჩუ­ქა – სო­ფელ­ში ხართ და სა­ჭი­რო­აო. შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ძრო­ხა იყო, ყა­ვის­ფე­რი, მარ­ლე­ტა ერ­ქვა. მოკ­ლედ, ამის მერე რაც შევ­ქმე­ნით, მისი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით…

თა­ვი­დან ძრო­ხის მოწ­ვე­ლა ად­ვი­ლი საქ­მე გვე­გო­ნა – ერთხელ მოვ­წვე­ლე, რძე დავ­ლი­ეთ, მერე მა­წო­ნი გა­ვა­კე­თეთ. მაგ­რამ ძრო­ხამ არ იცის არც დას­ვე­ნე­ბა, არც დღე­სას­წა­უ­ლი – ყო­ველ­დღე იწ­ვე­ლე­ბა. ჰოდა, მა­ცივ­რე­ბი რძით აგ­ვევ­სო. ამის გამო მე­ზო­ბელს ვთხო­ვეთ, ად­ვი­ლად ყვე­ლის გა­კე­თე­ბა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ჰოდა, ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო…

ინ­ტერ­ნე­ტი, წიგ­ნე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ ამ საქ­მეს ჩავ­წვდ­ომო­დი. ახ­მე­ტა­ში გა­ე­როს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კურ­სე­ბი – მეყ­ვე­ლის ოს­ტა­ტო­ბა გა­ვი­ა­რე და ეს დარ­გი შე­ვის­წავ­ლე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ლავ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის კო­ლე­ჯიც და­ვამ­თავ­რე, ასე რომ, ყვე­ლის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ვარ… ეს ცოდ­ნა კი და­ვაგ­რო­ვე, მაგ­რამ რაც ვიცი, ძი­რი­თა­დად, გა­მოც­დი­ლე­ბით – ბევ­რი გა­დაღ­ვრი­ლი რძით და გა­დაყ­რი­ლი ყვე­ლით, ინ­ტერ­ნე­ტით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით…

yveli2-2019-09-10-uv8qjwmcspnk2-1-1622965241.jpg

– შრო­მა მე­უღ­ლე­ებს თა­ნაბ­რად გაქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

– რა თქმა უნდა. ჩემი მე­უღ­ლე არის ძრა­ვა… სა­კუ­თა­რი სა­ქო­ნე­ლი არ გვყავს, რძე სხვის­გან მოგ­ვაქვს. მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა ერ­თად რთუ­ლია, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მხო­ლოდ ყვე­ლი გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა, თუმ­ცა თა­ვი­დან კი გვყავ­და 3-4 ძრო­ხა, თხე­ბიც გვყავ­და და ახ­ლაც გვყავს, ოღონდ შა­ლა­ურ­ში არა – ქვე­მო­ალ­ვა­ნელ ფერ­მერ გოგი ელა­ნი­ძეს ჯი­ში­ა­ნი თხე­ბი ჰყავს და ჩვე­ნე­ბიც მას ჩა­ვა­ბა­რეთ. იქი­დან ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით რძეს.

– რო­გორც ვიცი, 12 და­სა­ხე­ლე­ბის ყველს­ აკე­თებთ.

– კი, მაგ­რამ მუდ­მი­ვად მხო­ლოდ 3-4 და­სა­ხე­ლე­ბი­სას, ანუ რა­საც კო­მერ­ცი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

yveli4-2019-09-10-8rjzkbewkhi4a-1-1622965300.jpg

– ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით ამ­ზა­დებთ?

– 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა და რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში­ ძირს დას­ცა ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის კულტ­ურა, ყვე­ლა­ფე­რი სამ ძი­რი­თად ყველ­ზე დაგ­ვიყ­ვა­ნეს: გუდა, სულ­გუ­ნი და იმე­რუ­ლი. ახლა რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, ვერ ვი­ტყვი, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი­ რე­ცეპ­ტე­ბია,­ ვერც იმას, რომ ევ­რო­პუ­ლია, რად­გა­ნაც აქ კეთ­დე­ბა. რა ევ­რო­პუ­ლი რე­ცეპ­ტიც უნდა გვქონ­დეს, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ზუს­ტად ის გა­ა­კე­თო, რა­საც, ვთქვათ, გლე­ხი საფ­რან­გეთ­ში აკე­თებს. ისე­თი მა­ინც არ გა­მო­ვა, კო­რექ­ტი­ვე­ბი ყო­ველ­თვის შე­დის…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

12 March, 2025
“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

მარტი 12, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

მარტი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

მარტი 12, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

12 მარტი 2025
პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

მარტი 12, 2025
თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

მარტი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი