გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის – „შვილის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. ნანიკომ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა მამის შესახებ და გაიხსენა, რა გადაიტანა მაშინ, როდესაც დემენციით დაავადებული მამა მოხუცთა პანსიონში მიიყვანა.
„[მამის დიაგნოზის შემდეგ] ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სულ ვტიროდი, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, სამსახურში არ ვიყავი პროდუქტიული, ჩემს შვილთან ვიყავი უბედურება, სულ ვჩხუბობდი, ერთ დღეს მივხვდი, რომ ასე ცხოვრება არ გამომივა.
დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად მამაჩემი არავის უყვარს და ჩემზე მეტად არავის უნდა, ის თავს კარგად გრძნობდეს.
შესაძლოა, ახლა, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე რომ ვსაუბრობ, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.
ვიცი, რომ მამაჩემი იქ დაასრულებს სიცოცხლეს და ეს არის ყველაზე სევდიანი, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია, რა გავაკეთო? არ შემიძლია“, – აღნიშნავს ნანიკო ხაზარაძე.
მასალის გამოყენების პირობები