ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაჩატბოტზე მიჯაჭვულები: რას ამბობს კვლევა ChatGPT-ს ყველაზე აქტიურ მომხმარებლებზე

ჩატბოტზე მიჯაჭვულები: რას ამბობს კვლევა ChatGPT-ს ყველაზე აქტიურ მომხმარებლებზე

გამოკითხვით დადგინდა, რომ ChatGPT-ს ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ჩატბოტთან ინტერაქციაში ყველაზე დიდ დროს ატარებენ, მასზე დამოკიდებულნი ხდებიან.

ChatGPT კომპანია OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტია, რომელსაც მსოფლიოში ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. მას ცხოვრების უამრავ ასპექტში ეყრდნობიან: ზოგი საკუთარ პირად ცხოვრებაზე ესაუბრება, ზოგიც დავალებების შესრულებაში დახმარებას სთხოვს ან ფაქტობრივ შეკითხვებს უსვამს — დაახლოებით ისე, როგორც მეგობრებს ან სხვა ახლობლებს ესაუბრებიან ხოლმე.

OpenAI-მ და MIT Media Lab-მა გადაწყვიტეს, ჩატბოტთან ადამიანების შეჩვევის საკითხი ერთობლივად შეესწავლათ. მათ გამოკითხვა ჩაატარეს და შენიშნეს, რომ ჩატბოტით მოსარგებლეთა მცირე ნაწილს შედარებით “პრობლემური გამოყენება” ახასიათებდა. ეს ნაშრომში განმარტებულია, როგორც: “ადიქციის ინდიკატორები… მათ შორის ბოტით ძლიერი გატაცება, თავის დანებებასთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები, კონტროლის დაკარგვა და განწყობის ცვლილება”.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ChatGPT-ს ათასობით მომხმარებელი გამოჰკითხეს. გამოიკვლიეს როგორც ჩატბოტისადმი მათი განწყობა, ასევე ისიც, თუ რა ტიპის “ემოციურ მანიშნებლებს” იყენებდნენ მასთან კომუნიკაციისას. მეცნიერები ამაში გულისხმობენ “ინტერაქციათა იმ ასპექტებს, რომლებიც ემპათიაზე, კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე მიუთითებს”.

ChatGPT-სთან ინტერაქციისას გამოკითხულთა უმრავლესობა ემოციურ კავშირს არ ამყარებდა. მეორე მხრივ, ისინი, ვინც ჩატბოტს შედარებით ხანგრძლივად იყენებდნენ, მას ნელ-ნელა უკვე თავიანთ “მეგობრად” თვლიდნენ. გამოკითხვის ის მონაწილეები, რომლებიც ChatGPT-ს ყველაზე მეტხანს ესაუბრებოდნენ, უფრო მარტოსულები იყვნენ და მეტად ისტრესებოდნენ, როცა მოდელის ქცევა ოდნავ იცვლებოდა.

კვლევის მიხედვით, როგორც ჩანს, ადამიანები AI ჩატბოტებზე მაშინ უფრო ხდებიან დამოკიდებული, როცა პირად ცხოვრებაში რაღაც აკლიათ. სხვა სიტყვებით, ხელოვნურ ინტელექტთან ყველაზე ღრმა პარასოციალური ურთიერთობა ყველაზე მოწყვლად ადამიანებს უვითარდებათ. თავისთავად, ამის შედეგების წინასწარ განსაზღვრა არც ისე მარტივია.

კვლევაში მოულოდნელი განსხვავებები გამოიკვეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდნენ ჩატბოტს.

მაგალითად, ChatGPT-ს ტექსტზე მომუშავე ვერსიასთან საუბრისას ადამიანები უფრო მეტად მიმართავდნენ ემოციურ მეტყველებას, ვიდრე — ხმაზე მომუშავე რეჟიმთან (Advanced Voice Mode). ნაშრომის მიხედვით, “ხმის რეჟიმები ხანმოკლე გამოყენებისას მეტ კეთილდღეობას უკავშირდებოდა”.

READ  დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით უკეთეს გარემოს, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებენ

ის ადამიანები, რომლებიც ChatGPT-ს პირადული მიზნებისთვის იყენებდნენ (მაგალითად, ემოციებს ან მოგონებებს უზიარებდნენ), ჩატბოტზე ნაკლებად იყვნენ ემოციურად დამოკიდებულნი, ვიდრე ისინი, ვინც მას “არაპირადული” მიზნებისთვის იყენებდნენ (რაიმე საკითხზე მსჯელობისთვის ან რჩევის თხოვნისთვის).

კვლევის მთავარი მიგნება ისაა, რომ ჩატბოტის ხანგრძლივი გამოყენება ამასთან დაკავშირებულ პრობლემურ ქცევას ამძაფრებს. როგორც ჩანს, რაც მეტხანს ვიყენებთ ChatGPT-ს, მით უფრო იზრდება რისკი, რომ მასზე ემოციურად დამოკიდებული გავხდებით — განურჩევლად იმისა, ტექსტურ ვერსიას ვესაუბრებით თუ ხმოვანს; პირად თემებს განვიხილავთ თუ სამუშაოსთან დაკავშირებულ იდეებს.

გამოკითხვის შესახებ უფრო ვრცლად OpenAI-სა და MIT Media Lab-ის ერთობლივ ბლოგში გაეცნობით.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.