„ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“ – ნუცა ბუზალაძე

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გუშინ გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, სწორედ მათთან ერთად სტუმრობდა მომღერალი „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემას „ახალი დღე“, სადაც ნუცამ სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა დეტალურად და აღნიშნა, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცადნენ, რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც თავადაა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ, მაგალითად, იტყვი ხვალ ამას გავაკეთებ, თუ არ გააკეთე, შენ შენი თავის მტერი ხარ, ამიტომ, პირველ რიგში, შენ  თავს უნდა აჯობო.. ძალიან გამიმართლა, რომ კარგი ადამიანები მყავს გარშემო, მაგალითად, რამე გიჟურს რომ ვიტყვი და მოგყვება.. ასეთი ადამიანები იყვნენ, ზაზა და შაკო და მინდა, დღესაც, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მათ..“

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 გორი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“ – ნუცა ბუზალაძე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  ჩემი ბავშვობის სიყვარულები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network