შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებახელოვნური წვიმა თუ XXI საუკუნის დაკიდებული ბაღები- როგორ ებრძვიან მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებს

ხელოვნური წვიმა თუ XXI საუკუნის დაკიდებული ბაღები- როგორ ებრძვიან მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებს

კლიმატის ცვლილებას და ჰაერის დაბინძურებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდებიან, მათ შორის, ხელოვნური წვიმით, რომელსაც ათეულობით ქვეყანაში იყენებენ, კერძოდ, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში და ა.შ… ჰაერის დაბინძურებას მცირე წვიმაც კი ამსუბუქებს, მაგრამ რამდენად ეფექტიანია მსგავსი მეთოდები? – ამის თაობაზე ვესაუბრეთ “მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარეს – ნინო ჩხობაძეს:

– ქალბატონო ნინო, მსოფლიოს მრავალ ქალაქში გვალვას და ჰაერის დაბინძურებას ხელოვნური წვიმით ებრძვიან. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს მეთოდი?

– ცხელ ქვეყნებში, სადაც წვიმა იშვიათად მოდის და სხვა გამოსავალი არა აქვთ, ხელოვნურ წვიმას იყენებენ. სხვათა შორის, ხელოვნურ წვიმას საბჭოთა პერიოდშიც იყენებდნენ. არის ასეთი ნივთიერება – არგენტუმ იოდი – სწორედ მისი დახმარებითაა შესაძლებელი, რომ წვიმა ხელოვნურად მოიყვანო. ეს მეთოდი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გამოიგონეს, სადაც გვალვა ჩვეულებრივი მოვლენაა და მოსახლეობა წყლის დიდ ნაკლებობას განიცდის. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მავნე ნივთიერებაა და მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. ალბათ, ამიტომ, ხელოვნურ წვიმას ცხელ ქვეყნებშიც აუცილებლობის დროს იყენებენ. ხელოვნური წვიმისგან განსხვავებით, ხელოვნური თოვლი სრულიად უვნებელია. აპარატურა, რომელიც მას წარმოქმნის, ამისთვის დიდი რაოდენობით წყალს იყენებს და ამის გამო ბუნებაში ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყოფა.

what-is-urban-agriculture-1717936288-1718256708.jpg

– ხელოვნური წვიმა ნამდვილი შვება იქნებოდა ზაფხულის ცხელ დღეებში და ძალიან დაეხმარებოდა რეგიონებს, სადაც სარწყავი წყალი დეფიციტია…

– გვალვიანი ადგილებისთვის სხვა ტექნოლოგიებიც არსებობს, მაგრამ მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ჯერ კიდევ უცნობია. ნივთიერებები, რომლებსაც ამ დროს იყენებენ, ორგანიზმის მძიმე მეტალებით დაბინძურებას იწვევს.

კლიმატის ცვლილების გამო მეცნიერები ცდილობენ განსხვავებული მეთოდები შეიმუშაონ, რადგან ბევრ ადგილას წყალი­ გაქრა, თუმცა ბევრგან, მთელი სეზონის სამყოფი წვიმა ერთჯერადად მოდის. ასე მოხდა ჩვენთან მაისში. სწორედ ამიტომ მოწინავე ქვეყნებში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უმჯობესია, ბუნებასთან შეთანხმებული მეთოდები გამოიყენონ.

 

– რას ნიშნავს “ბუნებასთან შეთანხმებული მეთოდი”?

– დიდ ქალაქებში, სადაც ზაფხულობით აუტანელი სიცხეა და ჰაერი ძალზე დაბინძურებულია, ყველაზე უვნებელი და საიმედო გზა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბაღების გაშენებაა, ცხადია, ჩვეულებრივ ბაღებსა და სკვერებთან ერთად. ეს მეთოდი პირველად ტოკიოში გამოიყენეს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა იაპონიის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იაპონელებს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღების იდეა, მათ თანამედროვე დაკიდებულ ბაღებსაც ეძახიან. როცა ასეთი ბაღების გაშენება სურთ, ნიადაგის ნაცვლად სახურავებსა და კედლებს იყენებენ. ვფიქრობ, ამგვარი ბაღების გაშენება დიდი შვება იქნება თბილისის მჭიდროდ დასახლებული უბნებისთვის, სადაც კორპუსები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და სუნთქვის საშუალება­ არ არის. მრავალსართულიანი კორპუსების სახურავზე ან კედლებზე მცენარეების გაშენება უკვე აღარ არის ნოვაცია – ამგვარ კორპუსებს მსოფლიოს მრავალ ქალაქში შეხვდებით. არქიტექტორებს იმედი აქვთ, რომ მომავლის მეგაპოლისები ვერტიკალური ბაღებით იქნება გაშენებული და არა შუშის ცათამბჯენებით.

d3682947-8518-471d-9da5-fa8fb54a1f88-1717936289-1718256722.webp

– ალბათ, ამის საუკეთესო მაგალითია მილანის დაკიდებული ბაღები, გაშენებული ცათამბჯენების გარე ფასადებზე.

– დიახ, ასეა. როცა ხეებს ჭრიან და მათ ადგილზე კორპუსებს აშენებენ, ეს ყველაზე გონივრული გამოსავალია.

– თბილისშიც არის ხალხი, რომელსაც კორპუსის ჭერზე მოსავალიც კი მოჰყავს.

– მე მსგავსი რამ თბილისში არ მინახავს, მაგრამ იაპონიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გამწვანებული ტერიტორიები სულ სხვანაირ აირაციას უწყობს ხელს, რაც ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მწვანე სახურავები – როცა სახლის სახურავზე ბალახი ხარობს. ადამიანებმა უძველეს დროში შენიშნეს, რომ მცენარეები სახლს მზის სიმხურვალისგან­ იცავდნენ, ეს თერმორეგულაციისთვისაც საუკეთესო გზა იყო. საუკუნეების წინ ეს ყველაზე ოპტიმალური საშუალება იყო, როცა ძალიან ცხელოდა, ან პირიქით, ტემპერატურა ეცემოდა.

თანამედროვე მსოფლიოში გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, რომ ჰაერის დაბინძურება თავიდან ავიცილოთ: ჩვეულებრივი­ ავტომანქანების ნაცვლად, ელექტრომობილების მომრავლება, სპეციალური კატალიზატორების გამოყენება, ხეების მოჭრა კი არა, მათი დარგვა და გაშენება იქ, სადაც ვცხოვრობთ – ეს ყველაზე მარტივი და უვნებელი მეთოდები გვალვისა და უჰაერობისგან დაგვიცავს. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი