ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, ბრიტანეთში, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდება. BBC-ის ცნობით, ლოტის სასტარტო ფასი 300 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

ხელსახოცი, რომელსაც 2000 წლის დეკემბერში 13 წლის მესიმ და „ბარსელონას“ მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა კარლეს რექსაჩმა მოაწერეს ხელი, ადასტურებდა, რომ კატალონიური კლუბი მესისთან კონტრაქტს გააფორმებს. მას ასევე ახლავს „ბარსელონას“ სატრანსფერო მრჩევლის, ხოსეპ მინგელიას და საფეხბურთო აგენტ ორასიო გაჯიოლის ხელმოწერები.

ხელსახოცზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ერთ თვეში მესი „ბარსელონას“ შეუერთდა, 16 წლის ასაკში მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, საერთო ჯამში კი 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%96%e1%83%94%e1%83%aa-13-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
READ  რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
🎓 © 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network