ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიები„ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა...“- მეუფე ნიკოლოზი იუდას აღსასრულზე

„ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა…“- მეუფე ნიკოლოზი იუდას აღსასრულზე

იცით, როგორ აღესრულა იუდა ისკარიოტელი იესოს გაცემის შემდეგ?

გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის გაცემისა და 30 ვერცხლად გაყიდვის შემდეგ, იუდა აივსო სინანულით და არა მონანიებით. მათე ამბობს, რომ იუდამ თავი ჩამოიხრჩო. ლეგენდის თანახმად, ის ვერხვის ხეზე ჩამოეკიდა. და თითქოს მას შემდეგ თრთის ამ ხის ფოთლები. ერთი ვერსიის თანახმად, უფალმა უკანასკნელი შანსი მისცა, რომ სული მომაკვდინებელი ცოდვით არ დაემძიმებინა იუდას და ამ ხის ტოტები ხან დაიხარა, ხან – ჩამოტყდა. ჩამოკიდებას ვერ ახერხებდა.

“მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. დაყარა ვერცნლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე”.

ლუკას წყაროებით, იუდა ჩავარდა და გასკდა… “მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.”

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჰყვება გარდამოცემის შესახებ, რომელიც მას იერუსალიმის შემოგარენში, მონასტერში მონაზონმა მოუთხრო.

“იმისთვის, რომ ცოდვა არ მოენანიებინა, იუდამ გადაწყვიტა ქრისტეს ჯვარცმამდე მოეკლა თავი. წავიდა უფსკრულის პირას, ხე შეარჩია და ამ ხეზე ჩამოეკიდა. თავს თუ მოიკლავდა, ცხადია, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ეს მან იცოდა. ისედაც ყველა ადამიანი, ქრისტეს აღდგომამდე, გარდაცვალებისას ჯოჯოხეთში მიდიოდა. იცოდა ისიც, რომ ქრისტე ჯვარცმიდან მესამე დღეს აღდგებოდა; აღდგომამდე, ორი დღით ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და იქიდან სულებს დაიხსნიდა. ანუ მოიფიქრა, რომ ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ქრისტეს იქ დახვდებოდა. და ქრისტე იძულებული გახდებოდა, რომ იუდა, ყოველგვარი თხოვნისა და მონანიების გარეშე, ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. და თავისი ბილწი განზრახვების აღსრულებას გააგრძელებდა (იუდა).

READ  ძველი იგავები მასწავლებლებზე. პირველი ნაწილი

და რა მოხდა? ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა და იუდა ჩაიჩეხა, ოღონდ გადარჩა. რაღაც პერიოდი იცოცხლა. ცოდვის მოუნანიებლობის გამო, იცით, რა დაემართა? გასივდა, ისე გასივდა, რომ გზაზე ურემი რომ შეხვედროდა, გვერდს ვერ აუვლიდა. მხოლოდ ტანი კი არა, თავი ისე გაუსივდა, რომ თვალებს ვერ უპოვიდით. ბოლოს გასიებისგან გასკდა და მისი ნაწლავები მიმოიფანტა. ეს მოხდა იერუსალიმის გარეთ, ამ ადგილს, სადაც ნაგავსაყრელი იყო, ერქვა გეენია. იქ ისეთი სიმყრალე იყო, უცებ ნაგავს დაყრიდნენ და გაიქცეოდნენ ხოლმე. იუდას გასკდომის შემდეგ, ნაგავსაც კი ვერ ყრიდნენ, ისეთი სიმყრალე დადგა იქ.

იერუსალიმში ყოფნისას მოვინახულე გეენიის ადგილი, ის ხე – იუდას ხე… ეს ამბავიც იქ მიამბო მონაზონმა.”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.