„ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ვნანობ… სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო ერთი, ორი, სამი სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ia farulava5

მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავას კინომცოდნე ბექა მაისურაძე კინოსა და თეატრის შესახებ კითხვებით ესტუმრა.

ქართული და ჰოლივუდის ფილმების მიმოხილვასთან ერთად, ია ფარულავამ რუბრიკის ფარგლებში უპასუხა შეკითხვას – ნანობს თუ არა ჰოლივუდიდან წამოსვლას.

„მაშინ სხვა ჰოლივუდი იყო, არ ვნანობ, მაგრამ, მე, ალბათ, ჰოლივუდში 20-30-იან წლებში უნდა მოვხვედრილიყავი, როდესაც გრეტა გარბო იყო ვარსკვლავი, მაგრამ არაფერს არ ვნანობ.

იგივე კითხვა ჟულიეტ ბინოშს ან ჯულია ორმონდს რომ დაუსვა, ალბათ გიპასუხებენ, რომ ძნელია იყო ჯერ ვარსკვლავი და შემდეგ არავინ აღარ იყო. ამიტომ სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო 1, 2, 3 სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“, – აღნიშნა ია ფარულავამ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
READ  „ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ - კარგი ამბავი თბილისის მერიისგან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის