აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება

აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

იყო დრო. როცა საქართველო არაბებმა დაიპყრეს. ამ დროს ქართლს ადარნესე კურაპალატის ვაჟი ნერსე ერისთავი განაგებდა.

იხმო ერისმთავარი მრისხანე აბდილა ამირა მუმნმა თავის სამფლობელოში, ქალაქ ბაღდადში და ბოროტი ადამიანების დასმენით ნერსე ერისთავი დააპატიმრა.

სამი წელი გაატარა ერისთავმა საპატიმროში, მაგრამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი მაჰდი გამეფდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მოწყალე ღმერთმა ჩააგონა მაჰდის ნერსეს განთავსუფლება, გამოიყვანა იგი სასტიკი საპყრობილედან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ ქვეყანაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ახლა კი გიამბობთ არაბი ყმაწვილის, აბოს შესახებ, რანაირად და როგორ მოვიდა ის აქ, ჩვენს ქვეყანაში.

აბო არაბეთის დედაქალაქ ბაღდადში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მან კარგად იცოდა სარკინოზთა მწიგნობრობა, თანაც სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი გახლდათ.

აბო 17-18 წლისა იქნებოდა, როდესაც დატოვა ნათესავები, ქონება და ქრისტეს სიყვარულის გამო, ნერსე ერისთავთან ერთად აქეთ, ქართლში წამოსვლა მოინდომა და ამიტომაც ერისთავს მსახურად დაუდგა.

სათნო ყმაწვილმა მალე ყველას შეაყვარა თავი; იოლად დაისწავლა ქართული წერა-კითხვა, გამართული ლაპარაკი და დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

მაშინ კი მიატოვა ნეტარმა აბომ მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი გულით ქრისტე შეიყვარა.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ყმაწვილი ვერ აცხადებდა თავისი ქრისტიანობის ამბავს, ამიტომ ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა უფლისთვის და ეძებდა უსაფრთხო ადგილს მოსანათლად, რადგან ამ ქვეყნის დამყრობლების, თავისი თანამემულეების – სარკინოზების ეშინოდა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება. 21 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/აბო-თბილელის-წამება-შინა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. აბო თბილელის წამება – შინაარსი – ქართლად მობრძანება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  რატომ ვამბობთ „ალოს“, როდესაც ტელეფონის ზარს ვპასუხობთ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network