“ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…”

“ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…” | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
ბერიას აგარაკი

ეს ნაგებობა გასული საუკუნის დასაწყისში კოჯორში აშენდა. საბჭოთა პერიოდის დროს ყველა შენობა გადაეცა საქალაქო სამმართველოს. ლურჯი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი გახდა. იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით ყოფილა შესაძლებელი. ამავე ეზოში მდგარი ორსართულიანი შენობა კი თავად ლავრენტი ბერიას საზაფხულო აგარაკი გახლდათ. ოთახებში თავის დროზე ფრანგული შპალერი ყოფილა გაკრული. ინტერიერი ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯით და ულამაზესი ბუხრებით ყოფილა გაწყობილი.

92391aef-2ee7-492a-b38f-e020e21fab31-1730178320.jpg

როგორც ცნობილია, 1926 წელს ამ ტერიტორიაზე ბავშვთა სახლი გაიხსნა. მასში ძირითადად 1921-1924 წლებში ჩატარებული რეპრესიების შედეგად უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები ბინადრობდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

7184e63c-12f9-46b0-a44b-f405ef15f48a-1730178338.jpg

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ამის შემდეგ საბავშვო ბაღად გადაკეთდა, რომელიც 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. ეზოში დღემდე არის შემორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფიგურები, ინვენტარი, თუმცა ყველაფერი დაზიანებულია. შენობის შესახებ Shin.ge ქალბატონ თამრიკო მაღრაძეს ესაუბრა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბავშვო ბაღში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეურნეო დარგში.

fdccfd24-eaa7-449c-a2a0-9deaaf2f5474-1730178351.jpg

– ეს შენობა და კიდევ მის მიმდებარედ მდგარი ორსართულიანი შენობებიც ბერიას აგარაკი იყო. 2001 წლამდე ამ შენობაში ფუნქციონირებდა მე-13 საბავშვო ბაღი. მე 1976 წელს დავიწყე ბაღში მუშაობა. ეს ბაღი ქალაქში ერთადერთ წარმატებულ ბაღად ითვლებოდა, რაც იქ მომუშავე კოლექტივის დამსახურება იყო. კოჯორში ყოველ ზაფხულს ორი თვის განმავლობაში ვასვენებდით 300-მდე ბავშვს კეთილმოწყობილ შენობასა თუ მიმდებარე შენობებში. ყველა მათგანი აღჭურვილი იყო საჭირო ნივთით, საწოლებით, კარადებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და სხვა. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). “ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…”. 31 ოქტომბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ადრე-ეს-ბერიას-აგარაკი-იყ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a7/
sheniganatleba.ge
READ  ირაკლი მაქაცარია და უმშვენიერესი ლიზა ჩიჩუა მეგრელების შესახებ გვიყვებიან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network