შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedალაბამაში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორ დღეში ორი ბავშვი გააჩინა

ალაბამაში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორ დღეში ორი ბავშვი გააჩინა

ალაბამაში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორ დღეში ორი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

32 წლის კელსი ჰეტჩერმა ერთი ქალიშვილი, სახელად როქსი 19 დეკემბერს, მეორე კი, სახელად რებელი 20 დეკემბერს გააჩინა. კელსი 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა, იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც, ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.

მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერაზე ვიზიტისას, სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპებს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც – ნაყოფი ორივე საშვილოსნოში იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი საშვილოსნოს მქონე ქალებს ხშირად გართულებული ორსულობა აქვთ, ჰეტჩერის წინა სამივე ბავშვი ჯანმრთელი და თავის დროზე დაიბადა.

ორივე საშვილოსნოთი ორსულობა უკიდურესად იშვიათია. ჰეტჩერის თქმით, როგორც მას სპეციალისტებმა უთხრეს, ამის შანსი 50 მილიონში ერთია. ბოლოს ასეთი ფაქტი 2019 წელს ბანგლადეშში დაფიქსირდა, როდესაც 20 წლის არიფა სულთანამ ჯანმრთელი ტყუპი 26-დღიანი შუალედით გააჩინა.

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი