“ილია 28 წლისაა, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა პიპოა… პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ; არ მინდა შეიცვალოს” – დედა ილია თოფურიაზე

სალომე წერეთელი
1 წუთიანი წაკითხვა

ჩემპიონებს ძლიერი დედები ჰყავთ. “პრაქტიკამ” აჩვენა. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის – ილია თოფურიას უკანაც ომგამოვლილი დედა დგას. აფხაზეთის ომში დაღუპული ქმარი და ძმა დაკრძალა და მშობლიური მიწის დატოვება იძულებით რომ მოუხდა, ჭუბერის უღელტეხილს, ორი შვილით, პოლიეთილენის პარკებშემოხვეული შეუდგა…

“დედა და ილია” – ასე ჰქვია გიორგი კეკელიძის წიგნს, სადაც სპორტსმენის დედის ბიოგრაფიაა მოთხრობილი. წიგნი 13 ოქტომბრიდან  გაიყიდება.

ინგა ბენდელიანი-თოფურია კი “პრაიმტაიმთან” ჩემპიონ ვაჟს ახასიათებს და შვილებთან თავის ურთიერთობაზე ჰყვება.

ინგა ბენდელიანი-თოფურია: ჩვენ 18 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. რეალ მადრიდის სპორტსმენების რაიონში ცხოვრობს. დაცვის კუთხით, იქ უფრო მშვიდადაა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ილია რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი. დავახასიათო? პირველი, რაც ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე არის მისი სენტიმენტალობა. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლები იქ დარჩნენ. პირველი ახალი წელი იყო ბებია-ბაბუის გარეშე. ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ტრადიცია გვაქვს – “მრავალჟამიერს” ვრთავთ და ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ გაიგონა და ბებია-ბაბუა გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და ტიროდა… ნახეთ სრულად

READ  როცა ძალიან მიჭირს, გელათში მივდივარ და ჩემი საზიზღრობებისთვის, ბოდიშს ვიხდი ღმერთთან - ლევან წულაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკოსი. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული სტატიები ეძღვნება ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას.
კომენტარები ჯერ არ არის